დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცებისა და მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 10 სექტემბრის N21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 7 |
| დოკუმენტის მიმღები | ყაზბეგის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 24/04/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/04/2020 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.151.016304 |
|
,,ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცებისა და მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 10 სექტემბრის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ.“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 78-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, 79-ე მუხლის, „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის 21-ე პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულო
ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცებისა და მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 10 სექტემბრის №21 დადგენილებაში (ვებგვერდი 12/09/2019 სარ.კოდი 010250050.35.151.016290) შეტანილი იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:
1. დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართი №1 (ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხა და მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანმადებობრივი სარგოები) ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით: 2. დადგენილებას დაემატოს შემდეგი სახის 11 მუხლი: „მუხლი 11 დამტკიცდეს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაკავებელი პოზიციების ნუსხა და თანამდებობრივი სარგოები დანართი №2-ის შესაბამისად.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილების მოქმედება გავრცელდეს 2020 წლის 1 აპრილიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე
|
| მუხლი 3 |
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი №1
|
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხა და მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები
|
|
დანართი №2
|
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაკავებელი პოზიციების ნუსხა და თანამდებობრივი სარგოები
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები