„საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 თებერვლის №77 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 თებერვლის №77 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 260
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 23/04/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/04/2020
სარეგისტრაციო კოდი 010240010.10.003.021972
260
23/04/2020
ვებგვერდი, 23/04/2020
010240010.10.003.021972
„საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 თებერვლის №77 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №260

2020 წლის 23 აპრილი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 თებერვლის №77 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული  აქტების  შესახებ“  საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 თებერვლის №77 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 14/02/2018, 010240010.10.003.020392) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებულ რეგლამენტს დაემატოს შემდეგი შინაარსის VIII კარი:

 

„კარი VIII

სხვა დებულებები

თავი XXVI

გარდამავალი დებულება

მუხლი 69. საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პერიოდში საქართველოს მთავრობის მიერ გადაწყვეტილების მიღების დროებითი პროცედურა

ამ რეგლამენტის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული მონეტარული ზღვარი არ ზღუდავს ამავე პუნქტით განსაზღვრული გადაწყვეტილების მიღების არც ერთი საშუალების გამოყენებას იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებული საკითხი განიხილება და გადაწყვეტილება მიიღება ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პერიოდში.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია