დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 16 ნოემბრის №28 დადგენილებაში ,,ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ” ცვლილების და დამატების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 06 |
| დოკუმენტის მიმღები | ქარელის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 24/04/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/04/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260030.35.144.016375 |
|
ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 16 ნოემბრის №28 დადგენილებაში ,,ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ” ცვლილების და დამატების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულო
ადგენს
:
|
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილება და დამატება ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 16 ნოემბრის №28 დადგენილებით ,,ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ (www.matsne.gov.ge, 22/11/2017, 010260030.35.144.016296) დამტკიცებულ დანართ №1-ში:
ა) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-14 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,1. მერის წარმომადგენელი არის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოში ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, რომელსაც საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“ შესაბამისად ნიშნავს და ათავისუფლებს მერი“. ბ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-15 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,გ“ ქვეპუნქტი : ,,გ) ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი – საქართველოს კანონის ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ 78-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირი, რომელიც მუნიციპალიტეტის მერს ხელს უწყობს მისი უფლებამოსილებების განხორციელებაში და რომელსაც არ უკავია მოხელისა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისთვის გათვალისწინებული თანამდებობა“;
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები