დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოში ახალი კორონავირუსით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის (ფიზიკური პირების) დასუფთავების მოსაკრებელის გადახდისგან გათავისუფლების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 10 |
დოკუმენტის მიმღები | დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 23/04/2020 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/04/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.169.016455 |
10
23/04/2020
ვებგვერდი, 23/04/2020
010250050.35.169.016455
საქართველოში ახალი კორონავირუსით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის (ფიზიკური პირების) დასუფთავების მოსაკრებელის გადახდისგან გათავისუფლების შესახებ
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი
|
საქართველოში ახალი კორონავირუსით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის (ფიზიკური პირების) დასუფთავების მოსაკრებელის გადახდისგან გათავისუფლების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტის, 54-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „გ.დ“ ქვეპუნქტის, „ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის, მე-4 მუხლისა და „კომუნალური გადასახადების სუბსიდირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 3 აპრილის №220 დადგენილების მე-6 მუხლის შესაბამისად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
საქართველოში ახალი კორონავირუსით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობა (ფიზიკური პირები) სრულად გათავისუფლდეს 2020 წლის მარტის, აპრილისა და მაისის თვის დასუფთავების მოსაკრებელის გადახდისგან. |
მუხლი 2 |
ფიზიკური პირებს, რომლებსაც უკვე გადახდილი აქვთ 2020 წლის მარტის, აპრილის ან/და მაისის თვეების დასუფთავების მოსაკრებელი, გადახდილი თანხა აესახებათ პირად სააბონენტო ბარათზე, გარდა ამ დადგენილების მე-3 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა. |
მუხლი 3 |
1. ფიზიკურ პირებს უფლება აქვთ უარი განაცხადონ სუბსიდირებაზე.
2. ფიზიკურმა პირებმა, ამ მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, სუბსიდირებაზე უარის თქმის შესახებ განცხადებით უნდა მიმართონ ა(ა)იპ „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის კომუნალური მომსახურების ცენტრის“ ადმინისტრაციას. |
მუხლი 4 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები