„დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 8 დეკემბრის №27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 8 დეკემბრის №27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 9
დოკუმენტის მიმღები დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 23/04/2020
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/04/2020
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.169.016454
9
23/04/2020
ვებგვერდი, 23/04/2020
010250020.35.169.016454
„დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 8 დეკემბრის №27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი
 

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №9

2020 წლის 23 აპრილი

ქ. დედოფლისწყარო

„დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 8 დეკემბრის №27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 8 დეკემბრის №27 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge 13/12/2017, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.169.016317) შეტანილ იქნეს  შემდეგი სახის ცვლილება:

1. ამოღებული იქნეს დებულების მე-8 მუხლის მე-4 პუნქტი.

2. დებულების მე-8 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მერი უფლებამოსილია მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში დანიშნოს მერის წარმომადგენელი. მერის წარმომადგენლის უფლებამოსილება განისაზღვრება მერიის დებულებით და წერილობითი ფორმით დადებული ადმინისტრაციული ხელშეკრულებით.“

3. დებულების მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:  

„მუხლი 12. მერის წარმომადგენელი

1. მერის წარმომადგენელი არის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურე, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, ადმინისტრაციული ხელშეკრულების საფუძველზე მერის უფლებამოსილების ვადით სამსახურში უკონკურსოდ  იღებს და ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის მერი.

2. მერის წარმომადგენელი თავის უფლებამოსილებას ახორციელებს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში. მერის წარმომადგენლის სამოქმედო ტერიტორიას განსაზღვრავს მერი.

3. მერის წარმომადგენელი ანგარიშვალდებულია მერის წინაშე და მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს მერი.                           

4. მერის წარმომადგენლის უფლება-მოვალეობანი:

ა) აკონტროლებს და მერს წარუდგენს ინფორმაციას შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულების მიმდინარეობისა და არსებული პრობლემების გადაწყვეტის გზების შესახებ;

ბ) მერის დავალებით ორგანიზებას უწევს დასახლებაში საერთო კრებების, მოსახლეობის გამოკითხვისა და სახალხო განხილვების ჩატარებას;

გ) მერის დავალებით უზრუნველყოფს სტატისტიკურ და სხვა მონაცემთა შეგროვებას;

დ) უზრუნველყოფს ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრები მოქალაქეების მონაწილეობას ადმინისტრაციულ ერთეულში დასაგეგმი მუნიციპალური პროგრამების, პროექტების, აგრეთვე მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემუშავებაში;

ე) უზრუნველყოფს ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრები მოქალაქეების მიერ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვებს, საჯარო განხილვებზე გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადებების სისტემატიზაციასა და წარდგენას მერიაში;

ვ) უზრუნველყოფს საკრებულოს/მერიის თანამდებობის პირების მიერ მოსახლეობის წინაშე ანგარიშგების მიზნით ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ მოქალაქეებთან საჯარო შეხვედრების ორგანიზებას;

ზ) უზრუნველყოფს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობის კავშირს მერიასთან;

თ) მერს წარუდგენს წინადადებებს ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიის  ზონებად დაყოფის, მათი საზღვრების დადგენისა  და შეცვლის, დასახლებების ქუჩების, მოედნების სახელებისა და ნუმერაციის შესახებ;

ი) საჭიროების შემთხვევაში ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ მოქალაქეებზე მერიაში წარსადგენად გასცემს დახასიათებას და რეკომენდაციას;

კ) უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრები მოსახლეობის ინფორმირებულებას განსახორციელებელი მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების შესახებ;

ლ) უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში საკრებულოსა და მერიის სამართლებრივი აქტების გაცნობას;

მ) „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე, 71-ე და 72-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მუნიციპალიტეტის მიმართ დაკისრებული ვალდებულებების განხორციელების მიზნით მუნიციპალიტეტის მერის მიერ განსაზღვრული ცნობების გაცემაზე უფლებამოსილ პირს აწვდის ინფორმაციას დაბადების რეგისტრაციის არსებობის ან სამედიცინო დაწესებულების გარეთ დაბადების შესახებ სამედიცინო ცნობის გაცემის უფლებამოსილების მქონე პირის დახმარების გარეშე ბავშვის დაბადების თაობაზე და ინფორმაციას პირის გარდაცვალების თაობაზე „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ვადების დაცვით;

ნ) „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ მუნიციპალიტეტის წარმომადგენელს წერილობითი ფორმით აწვდის ყველა საჭირო ინფორმაციას, ამავე კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების (ოქმის/ბრძანების/ცნობის) გამოცემის მიზნით;

ო) უზრუნველყოფს ხე-მცენარეების ადგილწარმოშობის, საქონლის ადგილწარმოშობის, პირის/პირების კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების, ოჯახური შემადგენლობის, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №71 ბრძანებით დამტკიცებული „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის 85-ე მუხლის პირველი პუნქტის დ1)  ქვეპუნქტის შესაბამისად მამკვიდრებლის  კუთვნილი უძრავი ქონების ფლობის ან სარგებლობის შესახებ და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ცნობის გაცემაზე მერის მიერ უფლებამოსილი პირისათვის საჭირო დახმარების გაწევას, საჭიროების შემთხვევაში შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში ცნობის გასაცემად საჭირო ყველა ინფორმაციის მოძიებას, დამუშავებას და მუნიციპალიტეტის მერის უფლებამოსილი პირისათვის წერილობითი ფორმით წარდგენას;

პ) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი პასუხისმგებელია მის მიერ მიწვდილი ყველა სახის ინფორმაციის სისწორეზე;

ჟ) მერის დავალებით მერის წარმომადგენელი ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.

5. მერის წარმომადგენელზე მერის დავალება გაიცემა და დავალების შესრულებაზე ინფორმაცია მიიღება უშუალოდ მერის ან მისი დავალებით მერის მოადგილეების, მერის უფლებამოსილი პირების, მერიის სამსახურების ან/და კომისიის მეშვეობით მათთვის მიკუთვნებული კომპეტენციების შესაბამისად.

6. მერის წარმომადგენელს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში აქვს შტამპი და ბლანკი, რომელიც ინახება მერის წარმომადგენელთან.

7.  დებულების მე-18 მუხლის მეორე პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,გ)“ ქვეპუნქტი:

„გ)“ მერიაში ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი არის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი და მუნიციპალიტეტში შემავალი ადმინისტრაციულ ერთეულში დასაქმებული სხვა პირი. ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი სამსახურში მიიღება მერის უფლებამოსილების ვადით, როგორც წესი უკონკურსოდ.“ 

8. დებულების მე-18 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მეექვსე პუნქტი:

„6. ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირების სამსახურებრივი უფლება-მოვალეობები განისაზღვრება წერილობითი ფორმით დადებული ადმინისტრაციული ხელშეკრულებით“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენუგზარ პაპიაშვილი