დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მინისტრის 2020 წლის 27 იანვრის №05 -ძ/ს ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 59 ძ/ს |
| დოკუმენტის მიმღები | აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 21/04/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/04/2020 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 19/09/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010340000.33.062.016118 |
|
,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მინისტრის 2020 წლის 27 იანვრის №05 -ძ/ს ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტისა და „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2019 წლის 31 ივლისის №18 დადგენილების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მინისტრის 2020 წლის 27 იანვრის №05-ძ/ს ბრძანებაში (სსმ, ვებგვერდი, 04/02/2020; სარეგისტრაციო კოდი: 010340000.33.062.016115) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება: 1. დებულების მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 5. ტერიტორიული ორგანოს საქმიანობის ორგანიზება 1. ტერიტორიულ ორგანოს ხელმძღვანელობს ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და მინისტრის კურატორი მოადგილის წინაშე. 3. ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი: ა) ხელმძღვანელობს ტერიტორიული ორგანოს საქმიანობას და პასუხისმგებელია მასზე დაკისრებული ამოცანებისა და ვალდებულებების შესრულებაზე; ბ) ანაწილებს ფუნქციებს ტერიტორიული ორგანოს მოსამსახურეებს შორის და კონტროლს უწევს მათ შესრულებას; გ) კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალური ხასიათის სამართლებრივ აქტს – ბრძანებას ტერიტორიული ორგანოს საჯარო მოსამსახურეთა შვებულების, დროებითი შრომისუუნარობის, მივლინების, (ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისა და ხელმძღვანელის მოადგილის შვებულებისა და მივლინების გარდა), წვევამდელთა აღრიცხვის, სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის, სამხედრო ძალების რეზერვში გადარიცხვის საკითხებზე; დ) კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს სამსახურებრივ დოკუმენტებს; ე) მინისტრის დავალებით, კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონებით, მთავრობის დადგენილებებით, მინისტრის ბრძანებითა და ამ დებულებით განსაზღვრულ ფუნქციებს და დავალებებს. 4. ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის არყოფნისას მის მოვალეობას ასრულებს ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის მოადგილე, რომლის უფლებამოსილება განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით. 5. ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის მოადგილეს ტერიტორიული ორგანოს უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 6. ტერიტორიული ორგანოს საჯარო მოსამსახურეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.“. 2. დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ (დევნილის სტატუსის მაძიებელი) პირთა მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადგენისა და/ან ფოტოიდენტურობის დადასტურების თაობაზე შემოსული განცხადებების შესწავლას და ტერიტორიულ ორგანოებში შექმნილი შესაბამისი კომისიისათვის წარდგენას/განსახილველად მომზადებას;“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები