დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ანგარიშვალდებული პირის მიერ პრევენციული ღონისძიებების ელექტრონულად განხორციელებისას ინფორმაციის სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში გადამოწმების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 74/04 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 23/04/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/04/2020 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/02/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 220020040.18.011.016454 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
74/04
23/04/2020
ვებგვერდი, 23/04/2020
220020040.18.011.016454
ანგარიშვალდებული პირის მიერ პრევენციული ღონისძიებების ელექტრონულად განხორციელებისას ინფორმაციის სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში გადამოწმების შესახებ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (23/04/2020 - 17/07/2020)
|
ანგარიშვალდებული პირის მიერ პრევენციული ღონისძიებების ელექტრონულად განხორციელებისას ინფორმაციის სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში გადამოწმების შესახებ
|
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 48-ე მუხლის პირველი პუნქტის და 43 პუნქტის, ასევე, „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის და მე-16 მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული ანგარიშვალდებული პირი (შემდგომში -–ანგარიშვალდებული პირი) ვალდებულია საქმიანი ურთიერთობის დამყარებისას ან ერთჯერადი გარიგების დადებისას (თანხის ოდენობის მიუხედავად) „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ა“−„გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პრევენციული ღონისძიებების, უშუალო კონტაქტის გარეშე, ელექტრონულად განხორციელებისას, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში, მონაცემთა სუბიექტის თანხმობის გარეშე გადაამოწმოს კლიენტის, მისი სახელით მოქმედი პირის ან/და ბენეფიციარი მესაკუთრის შესახებ შემდეგი ინფორმაცია:
ა) სახელი და გვარი; ბ) დაბადების თარიღი და ადგილი; გ) პირადი ნომერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში); დ) პირადობის ან/და მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი და მოქმედების ვადა/სტატუსი; ე) რეგისტრაციის მისამართი; ვ) მოქალაქეობა; ზ) ფოტოსურათი; თ) სქესი. |
| მუხლი 2 |
ანგარიშვალდებული პირი უფლებამოსილია ამ ბრძანების პირველი მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი ინფორმაციის გადამოწმების მიზნით მიმართოს სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, თუ საქართველოს ეროვნული ბანკისგან მიღებული აქვს წერილობითი თანხმობა „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ა“−„გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პრევენციული ღონისძიებების, უშუალო კონტაქტის გარეშე, ელექტრონულად განხორციელების თაობაზე. |
| მუხლი 3 |
აღნიშნული ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და იმოქმედოს 2020 წლის პირველ აგვისტომდე. |
|
2.
27/11/2020 -
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება -
205/04 -
ვებგვერდი, 30/11/2020
1.
17/07/2020 -
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება -
140/04 -
ვებგვერდი, 17/07/2020
დოკუმენტის ცვლილებები
2
მიღების თარიღი : 27/11/2020
გამოქ. თარიღი : 30/11/2020
დოკუმენტის ნომერი : 205/04
„ანგარიშვალდებული პირის მიერ პრევენციული ღონისძიებების ელექტრონულად განხორციელებისას ინფორმაციის სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში გადამოწმების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 23 აპრილის №74/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1
მიღების თარიღი : 17/07/2020
გამოქ. თარიღი : 17/07/2020
დოკუმენტის ნომერი : 140/04
„ანგარიშვალდებული პირის მიერ პრევენციული ღონისძიებების ელექტრონულად განხორციელებისას ინფორმაციის სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში გადამოწმების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 23 აპრილის №74/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები