დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სს „ბიოქიმფარმის“ მორიგი საერთო კრების მოწვევის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 0 |
| დოკუმენტის მიმღები | სს "ბიოქიმფარმი" |
| მიღების თარიღი | 16/04/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | განცხადება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/04/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
|
ინფორმაცია
სს „ბიოქიმფარმის“ აქციონერთა მორიგი საერთო კრების მოწვევის შესახებ |
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სააქციო საზოგადოება „ბიოქიმფარმის“ სამეთვალყურეო საბჭო იწვევს სს-ის აქციონერების მორიგ საერთო კრებას, რომელიც გაიმართება 2020 წლის 7 მაისს, დღის 12 საათზე, მისამართზე: ქ. თბილისი, გოთუას ქ. 3. კენჭისყრის ფორმა – ხელის აწევით.
კრების დღის წესრიგი: 1. წლიური ანგარიში. 2. სამეთვალყურეო საბჭოს ანგარიშის დამტკიცება. 3. სამეურნეო მდგომარეობის შესახებ ანგარიში. 4. წმინდა მოგების განაწილების შესახებ წინადადება. 5. დირექტორის ანგარიშის დამტკიცება. აქციონერს 2020 წლის 27 აპრილს 10 სთ-დან 17 სთ-მდე შეუძლია შეამოწმოს კრებაში მონაწილეობის უფლება. აქციონერმა თან უნდა იქონიოს პირადობის მოწმობა. (მისამართი: ქ. თბილისი, ლ. გოთუას ქ. 3, სს „ბიოქიმფარმის“ ოფისი). საერთო კრებაში მონაწილეობის და ხმის უფლება აქციონერმა უნდა დაამტკიცოს კრებაზე თავისი აქციის წარდგენით, ან თუ აქცია არაა გაცემული, კანონით დაშვებული სხვა მოწმობის საფუძველზე. წარმომადგენლობა დასაშვებია სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობის საფუძველზე. კრებასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მისაღებად პარტნიორებს შეუძლიათ მიმართონ სს „ბიოქიმფარმის“ სამეთვალყურეო საბჭოს.
სს „ბიოქიმფარმის“ დირექტორი ა. ღოლიჯაშვილი
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები