დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში საჯარო სერვისებისა და ადმინისტრაციული საქმისწარმოების განხორციელების განსხვავებული წესების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №184 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 256 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 22/04/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/04/2020 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 23/05/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120160030.10.003.021968 |
|
„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში საჯარო სერვისებისა და ადმინისტრაციული საქმისწარმოების განხორციელების განსხვავებული წესების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №184 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში საჯარო სერვისებისა და ადმინისტრაციული საქმისწარმოების განხორციელების განსხვავებული წესების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №184 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge; 23/03/2020; 120160030.10.003.021896) შეტანილ იქნეს ცვლილება და:
1. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-14 პუნქტი: „14. ამ მუხლით განსაზღვრული ღონისძიებების აღსრულების მიზნით, შპს „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურმა საუნივერსიტეტო კლინიკამ“ (ს/კ: 205165453) არსებული ლიცენზიის/ ნებართვის საფუძველზე უზრუნველყოს №43.10.42.174 მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდზე (მისამართი: ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, სოფელი რუხი) რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის (მასზე განთავსებული/დამაგრებული შენობა-ნაგებობის ჩათვლით) გამოყენება ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2-ით) გამოწვეული ინფექციის (COVID-19-ის) სამართავად. ამ პუნქტის მიზნებისათვის შპს „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა“ უფლებამოსილია, გამოიყენოს მის ბალანსზე არსებული აქტივები, ძირითადი საშუალებები და სხვა რესურსი.“. 2. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-15 პოზიცია და მომდევნო პირველი პოზიცია ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „
.“. |
| მუხლი 2 |
1. დაევალოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს №43.10.42.174 მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის (მასზე განთავსებული/დამაგრებული შენობა-ნაგებობის გათვალისწინებით) მხარეთა შორის შეთანხმებული ვადით ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2-ით) გამოწვეული ინფექციის (COVID-19-ის) მართვის მიზნით შპს „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკისათვის“ უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემა.
2. ეთხოვოს აჭარის ა/რ მთავრობას, უზრუნველყოს შპს „ქ. ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს“ (ს/კ: 245428880) მიერ ქ. ბათუმში, ტბელ აბუსერიძის ქ. №2-ში მდებარე ქონების (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №05.27.09.011) გამოყენების მიზნით საჭირო ღონისძიებების გატარება, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში საჯარო სერვისებისა და ადმინისტრაციული საქმისწარმოების განხორციელების განსხვავებული წესების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №184 დადგენილების შესრულების უზრუნველსაყოფად. ამასთანავე, შპს „ქ. ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოს“ მიეცეს უფლება, მითითებულ მისამართზე საქმიანობა აწარმოოს არსებული ლიცენზიის/ნებართვის საფუძველზე. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე; დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტისა და მე-2 მუხლის პირველი პუნქტის მოქმედება გავრცელდეს 2020 წლის 5 აპრილიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე, ხოლო დადგენილების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის მოქმედება გავრცელდეს 2020 წლის 14 აპრილიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები