დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების დროებითი კლასიფიკატორის დამტკიცების და სამოქმედოდ შემოღების შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 128-ს |
| დოკუმენტის მიმღები | სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტი |
| მიღების თარიღი | 21/08/1998 |
| დოკუმენტის ტიპი | აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელის ბრძანება და ეროვნული კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, -, 21/08/1998 |
| სარეგისტრაციო კოდი | 100.013.003.356 |
საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის
ბრძანება №128-ს
1998 წლის 21 აგვისტო
ქ. თბილისი
საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების დროებითი კლასიფიკატორის დამტკიცების და სამოქმედოდ შემოღების შესახებ
საქართველოს პრეზიდენტის 1995 წლის 20 ნოემბრის №488 ბრძანებულებით საქართველოს მოსახლეობის 1999 წლის საყოველთაო აღწერის მომზადება, მეთოდოლოგიური ბაზის შექმნა და მოწყობა დაევალა |ჩვენს დეპარტამენტს. აქედან გამომდინარე, აღწერის მასალების დამუშავებისათვის შემუშავებულ იქნა ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების დროებითი კლასიფიკატორი.
აღნიშნულიდან გამომდინარე ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს და სამოქმედოდ იქნეს შემოღებული საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების დროებითი კლასიფიკატორი, რომელიც სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოყენებული იქნება აღწერის მასალებისა და სტატისტიკური ანგარიშების კოდირებისათვის.
2 აღნიშნული ბრძანება წარდგენილ იქნას საქართველოს იუსტიციის სამინისტროში რეგისტრაციისათვის.
დეპარტამენტის თავმჯდომარე თ. ბერიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები