დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2016 წლის 29 აგვისტოს №27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 19 |
| დოკუმენტის მიმღები | აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა |
| მიღების თარიღი | 16/04/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/04/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320010.32.061.016315 |
|
„საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2016 წლის 29 აგვისტოს №27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2016 წლის 29 აგვისტოს №27 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 02/09/2016, სარეგისტრაციო კოდი: 010320010.32.061.016195) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება: 1. დადგენილების პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ამ დადგენილების მოქმედება ვრცელდება შემდეგ ადმინისტრაციულ ორგანოებზე: ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატი; ბ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო; გ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტრო; დ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; ე) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სამინისტრო; ვ) იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი; ზ) ზემო აფხაზეთში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობა; თ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება; ი) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების საქვეუწყებო დაწესებულება; კ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მმართველობის სფეროში მოქმედი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი; ლ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულების ტერიტორიული ორგანოები.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები