დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის შექმნის შესახებ“ აფხაზეთის მთავრობის 2005 წლის 22 თებერვლის №11 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 18 |
| დოკუმენტის მიმღები | აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა |
| მიღების თარიღი | 16/04/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/04/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010200000.32.061.016314 |
|
,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის შექმნის შესახებ“ აფხაზეთის მთავრობის 2005 წლის 22 თებერვლის №11 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის შექმნის შესახებ“ აფხაზეთის მთავრობის 2005 წლის 22 თებერვლის №11 დადგენილებით („აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო მაცნე“, №5, 24.02.2005 წ., მუხლი 15) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები: 1. დებულების მე-2 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს ,,ბ1“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ბ1) აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას;“. 2. დებულების მე-3 მუხლის „ბ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ბ) სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი;“. 3. დებულების მე-3 მუხლის „ზ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) საერთაშორისო ურთიერთობათა და პროტოკოლის დეპარტამენტი;“. 4. დებულების მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია: ა) აფხაზეთის მთავრობისა და აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის საქმიანობასთან დაკავშირებული ოფიციალური შეტყობინებების, განცხადებების, ასევე სხვა საინფორმაციო მასალების მომზადება და აღნიშნულთან დაკავშირებით მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან სათანადო კომუნიკაციის უზრუნველყოფა; ფოტო, ვიდეო და ტექნიკური მასალის შექმნა, გავრცელება და დაარქივება; ბ) საზოგადოების ინფორმირება აფხაზეთის მთავრობისა და აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის საქმიანობის შესახებ; ერთიანი შეტყობინებებისა და მედიაკალენდრის შექმნა და მართვა; გ) ოფიციალური ვებგვერდებისა და სოციალური ქსელებისთვის შესაბამისი კონტენტის შექმნა და ადმინისტრირება, ინტერაქციის უზრუნველყოფა; დ) პრესის, სატელევიზიო, საერთაშორისო, რეგიონული მედიის მონიტორინგი; ძირითადი საკომუნიკაციო პროდუქტების გაცნობა, დაგეგმილი პროექტებისა და აქტივობების მიმდინარეობის მონიტორინგი; მედიის ძირითადი ტენდენციების ანალიზი; ე) საზოგადოებრივი აზრის შესწავლა და ანალიზი, სამიზნე აუდიტორიის შესწავლა, საკომუნიკაციო მიზნებისა და ამოცანების განსაზღვრა, ღონისძიებებისა და პროექტების, საკომუნიკაციო პროდუქტების შექმნა, პრაქტიკული რეალიზაცია და მონიტორინგი; მედიაში გააქტიურებულ თემებზე რეაგირება; ვ) ერთიანი სამთავრობო საკომუნიკაციო სტრატეგიის შემუშავება, სინქრონიზება, განახლება, კორექტირება და მისი შესრულების მონიტორინგის შედეგების ანალიზი; ზ) მთავრობის გრძელვადიანი მიზნების მხარდაჭერა, წინასწარ დაგეგმილი, სამიზნე აუდიტორიებზე მორგებული კოორდინირებული სტრატეგიული კომუნიკაცია; თ) ეფექტიანი კომუნიკაციის განხორციელების მიზნით, დაინტერესებულ მხარეებთან (სახელმწიფო/საერთაშორისო/არასამთავრობო ორგანიზაციები, კერძო სექტორი, თანამშრომლები) კომუნიკაციის უზრუნველყოფა; ი) მასშტაბური საკომუნიკაციო კამპანიების განსაზღვრა საერთო საკომუნიკაციო სტრატეგიის ჭრილში: აღნიშნული კამპანიების დაგეგმვა, მართვა და მონიტორინგი; კ) ღონისძიების შესაბამისი კონცეფციის შექმნა და ფორმატის განსაზღვრა; ღონისძიების შესაძლო რისკების განსაზღვრა და მათი მართვა; აფხაზეთის მთავრობისა და აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება; ლ) აფხაზეთის მთავრობისა და აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის სტრატეგიული კომუნიკაციის უზრუნველყოფა არასამთავრობო სექტორთან, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებსა და საზოგადოების სხვა დაინტერესებულ ჯგუფებთან; მ) საქართველოს მთავრობასთან და სამთავრობო სტრუქტურებთან სტრატეგიული კომუნიკაციის უზრუნველყოფა; ნ) მთავრობის წევრებთან მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენელთა ურთიერთობის ხელშეწყობა, აგრეთვე, აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების მასმედიასთან ურთიერთობის სამსახურებთან თანამშრომლობა და მათი საქმიანობის კოორდინაცია; ო) მოქალაქეებთან ურთიერთობა, საზოგადოებრივი აზრის შესწავლა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; პ) აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებთან ერთად ღონისძიებათა, მათ შორის, სახალხო თუ სხვა სახის დღესასწაულების განრიგის შემუშავება, შესაბამისი ღონისძიებების უზრუნველყოფა და კონტროლი; ჟ) სამთავრობო ვებგვერდისა და ფეისბუკგვერდის საინფორმაციო უზრუნველყოფა, ინფორმაციის განახლება, მართვა და ეფექტიანი მუშაობის უზრუნველყოფა; ბლოგების მართვა; რ) აფხაზეთის მთავრობის წევრების, აფხაზეთის მთავრობის აპარატის ხელმძღვანელობისა და აფხაზეთის სხვა სახელმწიფო დაწესებულებების ხელმძღვანელების, მთავრობის აპარატის სტრუქტურული ერთეულების უფროსების ინფორმირება შიდა ქსელში მედიამონიტორინგის შედეგებისა და დაგეგმილი ღონისძიების შესახებ; ს) მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენელთა აკრედიტაციის ორგანიზება; ტ) შიდა კომუნიკაციის უზრუნველყოფა და ინფორმაციის გაცვლა; უ) მთავრობის ვებგვერდის ინტერნეტტექნოლოგიებითა და ინოვაციებით უზრუნველყოფა; ფ) მთავრობის თავმჯდომარისა და მთავრობის აპარატის სათარჯიმნო მომსახურება; ქ) მთავრობის თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილისა და აპარატის უფროსის ცალკეულ დავალებათა შესრულება; ღ) ამ დებულებითა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელება.“. 5. დებულების მე-7 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ა1“ და ,,ა2“ ქვეპუნქტები: ,,ა1) აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობის განხორციელების მიზნით ინფორმაციის გამოთხოვა, შესწავლა და შესაბამისი დასკვნების ხელმძღვანელობისათვის წარდგენა; ა2) ადგილობრივი თვითმმართველობის და სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებთან ერთობლივი პროექტებისა და პროგრამების განხორციელების ხელშეწყობა;“. 6. დებულების მე-7 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,რ1“ ქვეპუნქტი: ,,რ1) შემოსულ სატელეფონო და ელექტრონულ შეტყობინებათა რეგისტრაცია და შესაბამისი კონსულტაციის გაწევა;“. 7. დებულების მე-7 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. საერთაშორისო ურთიერთობათა და პროტოკოლის დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია: ა) მთავრობის, მთავრობის თავმჯდომარის საერთაშორისო ურთიერთობების განხორციელების ხელშეწყობა; ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მთავრობის თავმჯდომარისა და მთავრობის წევრების უცხო სახელმწიფოს საელჩოებსა და საკონსულოებთან, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ოფიციალურ პირებთან ურთიერთობისა და თანამშრომლობის ხელშეწყობა; გ) საქართველოსა და უცხოეთის მაღალი თანამდებობის პირებთან, ბიზნესისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, სხვა საზოგადო და პოლიტიკურ მოღვაწეებთან მთავრობის თავმჯდომარისა და მთავრობის წევრების სამუშაო და ოფიციალური შეხვედრების მოწყობა-ორგანიზება; დ) სამუშაო, არაოფიციალური და სხვა კატეგორიის ვიზიტების ორგანიზაციული უზრუნველყოფა; ე) აფხაზეთში კონფლიქტის საკითხებთან დაკავშირებით ინფორმაციის აკუმულირება, სისტემატიზაცია, საინფორმაციო მასალის მომზადება და ხელმძღვანელობისათვის წარდგენა; ვ) აფხაზეთში კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების კუთხით, არსებული და შესაძლო საფრთხეების იდენტიფიცირება, შესწავლა, შეფასება, პროგნოზირება და საფრთხეების თავიდან აცილების მიზნით აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარისათვის საინფორმაციო-ანალიტიკური მასალების მომზადება, რჩევებისა და რეკომენდაციების შემუშავება და სამიზნე აუდიტორიასთან აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის წარმომადგენლობა; ზ) აფხაზეთის კონფლიქტთან დაკავშირებით საერთაშორისო შეთანხმებების, საკანონმდებლო და სხვა ნორმატიული აქტებისა და პროექტების შესწავლა და შესაბამისი წინადადებების მთავრობის თავმჯდომარისათვის წარდგენა; თ) მთავრობის თავმჯდომარის საზღვარგარეთ ვიზიტებისა და მთავრობის თავმჯდომარის სტუმრების ვიზიტების მაღალ დონეზე ჩატარების, აგრეთვე, მთავრობის თავმჯდომარესთან უცხოელი სტუმრების აუდიენციების უზრუნველყოფა; ი) სხვადასხვა სადღესასწაულო და ოფიციალური ღონისძიებების ორგანიზება; კ) კანონმდებლობის შესაბამისად სხვა საპროტოკოლო ღონისძიებათა განხორციელება; ლ) მთავრობის თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილისა და მთავრობის აპარატის უფროსის ცალკეულ დავალებათა შესრულება; მ) ამ დებულებითა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელება.“.
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები