დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ზემო აფხაზეთში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2013 წლის 25 ნოემბრის №22 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 16 |
| დოკუმენტის მიმღები | აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა |
| მიღების თარიღი | 16/04/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/04/2020 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/06/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240010.32.061.016312 |
|
„ზემო აფხაზეთში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2013 წლის 25 ნოემბრის №22 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2013 წლის 25 ნოემბრის №22 დადგენილებაში (სსმ ვებგვერდი 27/11/2013. სარგ. №010240010.32.061.016054) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები: 1. დადგენილების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 28-ე მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს ზემო აფხაზეთში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის თანდართული დებულება (შემდგომში – დებულება).“. 2. დადგენილებით დამტკიცებული ზემო აფხაზეთში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის დებულებაში (შემდგომში – დებულება) შეტანილ იქნეს ცვლილება და დებულების „თავი 1. ზოგადი დებულებანი“ სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თავი I. ზოგადი დებულებანი“. 3. დებულების „თავი 2. წარმომადგენლობის ამოცანები, ფუნქციები და უფლებამოსილებანი“ სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თავი II წარმომადგენლობის ამოცანები, ფუნქციები და უფლებამოსილებანი“. 4. დებულების „თავი 3. წარმომადგენლობის ხელმძღვანელობა“ სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თავი III წარმომადგენლობის ხელმძღვანელობა“. 5. დებულების „თავი 4 წარმომადგენლობის სტრუქტურა“ სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თავი IV წარმომადგენლობის სტრუქტურა“ 6. დებულების „თავი 5. დასკვნითი დებულებები“ სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თავი V. დასკვნითი დებულებები“. 7. დადგენილების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის კანონის 28-ე მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს ზემო აფხაზეთში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის თანდართული დებულება (შემდგომში – დებულება).“. 8. დებულების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. წარმომადგენლობის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ახორციელებს მთავრობის აპარატის მეშვეობით. “. 9. დებულების მე-2 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. წარმომადგენლობის საშტატო განრიგსა და სახელფასო ფონდს განსაზღვრავს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი მთავრობასთან შეთანხმებით.“. 10. დებულების მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი: „გ1) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილ, სოციალურად დაუცველ კატეგორიებზე ერთჯერადი მატერიალური დახმარების გაცემის ორგანიზება;“. 11. დებულების მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 6. 1. წარმომადგენლობის ხელმძღვანელს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობობიდან ათავისუფლებს მთავრობა მთავრობის უფლებამოსილების ვადით. 2. წარმომადგენლობის ხელმძღვანელი თავისი საქმიანობით ანგარიშვალდებულია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და მთავრობის აპარატის წინაშე.“. 12. დებულების მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილეებს, წარმომადგენლობის ხელმძღვანელის ვადით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავრობა.“. 13. დებულების მე-10 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. წარმომადგენლობის დებულებას წარმომადგენლობის ხელმძღვანელი დასამტკიცებლად წარუდგენს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას.“. 14. დებულების მე-12 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ქვეპუნქტი: „ბ1) აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის სოციალურად დაუცველ კატეგორიებზე ერთჯერადი მატერიალური დახმარების გაწევის თაობაზე მოქალაქეთა განცხადებების მიღებას და წარმომადგენლობაში შექმნილი შესაბამისი კომისიისათვის განსახილველად მომზადებას/წარდგენას;“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები