„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში საჯარო სერვისებისა და ადმინისტრაციული საქმისწარმოების განხორციელების განსხვავებული წესების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №184 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში საჯარო სერვისებისა და ადმინისტრაციული საქმისწარმოების განხორციელების განსხვავებული წესების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №184 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 253
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 17/04/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/04/2020
ძალის დაკარგვის თარიღი 23/05/2020
სარეგისტრაციო კოდი 120160030.10.003.021965
253
17/04/2020
ვებგვერდი, 17/04/2020
120160030.10.003.021965
„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში საჯარო სერვისებისა და ადმინისტრაციული საქმისწარმოების განხორციელების განსხვავებული წესების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №184 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში საჯარო სერვისებისა და ადმინისტრაციული საქმისწარმოების განხორციელების განსხვავებული წესების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №184 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №253

2020 წლის 17 აპრილი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში საჯარო სერვისებისა და ადმინისტრაციული საქმისწარმოების განხორციელების განსხვავებული წესების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №184 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში საჯარო სერვისებისა და ადმინისტრაციული საქმისწარმოების განხორციელების განსხვავებული წესების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №184 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge; 23/03/2020; 120160030.10.003.021896) შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2. სამედიცინო დაწესებულებათა მობილიზაცია

1. საქართველოში ახალი კორონავირუსის COVID-19-ის შესაძლო შემთხვევების გავრცელების (ეპიდემია, პანდემია, ეპიდემიური აფეთქება) პრევენციისა და საეჭვო და/ან დადასტურებულ შემთხვევებზე რეაგირების მზადყოფნისათვის მობილიზებულ იქნეს სამედიცინო დაწესებულებები, №1 და №2 დანართების შესაბამისად.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ღონისძიებების აღსრულების მიზნით, სამინისტროსთან კოორდინაციით, შერჩეულ დაწესებულებებში განხორციელდეს:

ა) COVID-19-ის საეჭვო და დადასტურებული შემთხვევების დიაგნოსტიკისა და მართვისთვის სამედიცინო დაწესებულებების საწოლფონდის სრულად მობილიზება №1 დანართის შესაბამისად, მათ შორის:

ა.ა) არსებული/მიმდინარე პაციენტების გადაყვანა (დაწესებულების სრულად დაცლა) შესაბამისი მომსახურების მიმწოდებელ  სამედიცინო დაწესებულებებში;

და/ან

ა.ბ) მათ ბაზაზე არსებული საწოლფონდის (მათ შორის, რეანიმაციული) გაზრდა შესაძლებლობის ფარგლებში და, საჭიროების შესაბამისად, სამედიცინო საგნების, მასალების, აპარატურისა და მედიკამენტების შესყიდვა;

ა.გ) COVID-19-ის საეჭვო და დადასტურებული შემთხვევების დიაგნოსტიკისა და მართვის უზრუნველყოფა;

ა.დ) საჭიროების შემთხვევაში, COVID-19 დადებით ორსულთა მართვა „პერინატალური სამსახურების რეგიონალიზაციის დონეებისა და პაციენტის რეფერალის კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 15 იანვრის №01-2/ნ ბრძანებით განსაზღვრული დონის ქონის მიუხედავად;

ბ) ინფექციის კონტროლის წესების სრულად დაცვით და ინფექციის ნოზოკომიური გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, №2 დანართით განსაზღვრული კლინიკების საწოლფონდის სრულად მობილიზება ცხელების მქონე პაციენტების მომსახურებისთვის, სამინისტროს მითითების შესაბამისად.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ სამედიცინო დაწესებულებებში განხორციელებული მომსახურება მოიცავს:

ა) №1 დანართით განსაზღვრული დაწესებულებების მიერ მაღალი რისკის პაციენტების (საკარანტინე ან თვითიზოლაციის სივრცეებში მყოფი პირები, COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევების კონტაქტები) პირველად ტრიაჟს, დიაგნოსტირებას, COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევების, მათ შორის, დანართ №2-ით განსაზღვრული სამედიცინო დაწესებულებებიდან რეფერირებული პაციენტების, მართვას;

ბ)  №2 დანართით განსაზღვრული დაწესებულებების მიერ ცხელების მქონე ნებისმიერი პაციენტის პირველად ტრიაჟს, დიაგნოსტირებას, COVID-19-ის დიაგნოზის დადასტურების შემდეგ პაციენტის რეფერალს  №1 დანართით განსაზღვრულ უახლოეს სამედიცინო დაწესებულებებში, გარდა მძიმე შემთხვევებისა, რომელთა რეფერალისთვის სამედიცინო დაწესებულების შერჩევა ხდება სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს მითითების საფუძველზე; COVID-19-ის დიაგნოზის გამორიცხვის შემთხვევაში, პაციენტის შემდგომი გამოკვლევებისა და მკურნალობისთვის გადამისამართებას უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში.

4. ამ მუხლის მიზნებისათვის, ქვეყნის მასშტაბით ნებისმიერი სტაციონარული დაწესებულება ვალდებულია, უზრუნველყოს ცხელების მქონე პაციენტის საწყისი ტრიაჟი, სამედიცინო დაწესებულებაში პაციენტის მომსახურება იზოლირებულ გარემოში, სამედიცინო პერსონალის მიერ ინფექციის კონტროლის ზომების მკაცრად დაცვით.

5. №1 და №2 დანართებით განსაზღვრული ყველა დაწესებულება ვალდებულია, გამოყოს COVID-19-ის ტესტირებისთვის შესაფერისი ბიოლოგიური მასალის აღებაზე, სწრაფი ტესტების შესრულებაზე, შესაფერის შემთხვევაში, გამოსაკვლევი მასალის შენახვასა და ტრანსპორტირებაზე პასუხისმგებელი პირები. გამოსაკვლევი მასალის ტრანსპორტირება ხორციელდება სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მიერ განსაზღვრული ინსტრუქციის/წესის შესაბამისად.

6. №1 და №2 დანართებით განსაზღვრულ სამედიცინო დაწესებულებებში მომუშავე სამედიცინო პერსონალი (ექიმი, ექთანი, სანიტარი), რომელიც ამავდროულად დასაქმებულია სხვა სამედიცინო დაწესებულებაში, ვალდებულია, ეპიდემიის პერიოდში დასაქმდეს მხოლოდ ამავე დანართებით განსაზღვრულ დაწესებულებებში. ამასთან, ნებისმიერი სხვა სამედიცინო დაწესებულება ვალდებულია, აღნიშნულ სამედიცინო პერსონალს შეუნარჩუნოს სამუშაო ადგილი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

7. №1 და №2 დანართებით განსაზღვრული დაწესებულებების დაფინანსება განხორციელდეს „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ და „2020 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის №674 დადგენილებით დამტკიცებული №20 დანართით („ახალი კორონავირუსული დაავადების COVID 19-ის მართვა“) განსაზღვრული პირობების შესაბამისად.

8. ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, სამინისტრო გადაუდებელი აუცილებლობისას უფლებამოსილია, მიიღოს ამ დადგენილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილება №1 და №2 დანართებით გათვალისწინებულ დაწესებულებებში მობილიზაციასთან დაკავშირებული პირობების შეცვლის და/ან სხვა სტაციონარული დაწესებულების შესაბამისი პირობებით მობილიზაციის შესახებ.

9. დაევალოს:

ა) სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს, უზრუნველყოს სამედიცინო დაწესებულებების მზადყოფნის მონიტორინგი ინფექციის კონტროლისა და სუნთქვის აპარატების გამართულობის კუთხით;

ბ) სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოს პაციენტების ტრანსპორტირება;

გ) სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს:

გ.ა) საჭიროებისამებრ, კლინიკის სრულად მობილიზების შემთხვევაში, უზრუნველყოს მათი დახმარება მიმდინარე პაციენტების შესაბამისი მომსახურების სხვა მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებაში გადანაწილების პროცესში;

გ.ბ) უზრუნველყოს ამ დადგენილების შესახებ სამედიცინო დაწესებულებების ინფორმირება. 

10. სამინისტრო უფლებამოსილია, მოახდინოს შესაბამისი სამედიცინო განათლებისა და უფლებამოსილების მქონე პირების მობილიზაცია სამინისტროს მიერ გამოცემული ბრძანების შესაბამისად.

11. ამ მუხლით განსაზღვრული ღონისძიებების აღსრულების მიზნით, შემსყიდველ დაწესებულებებს მიეცეთ უფლება, საჭირო მომსახურების/საქონლის შესყიდვები განახორციელონ გადაუდებელი აუცილებლობით ან/და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 10​​​1 მუ­­ხ­­ლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თანხმობით. 

12. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა.გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ღონისძიებების დაფინანსება განხორციელდეს „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების  №1.7 დანართითა და „2020 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის №674 დადგენილებით დამტკიცებული „ახალი კორონავირუსული დაავადების COVID-19-ის მართვის“ სახელმწიფო პროგრამით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.

13. სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის გათვალისწინებით, სამედიცინო დაწესებულებებისთვის დადგინდეს ლიცენზიის/ნებართვის გაცემის განსხვავებული წესი და, სამინისტროსთან შეთანხმებით, სსიპ − სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიეცეს უფლება, კანონმდებლობით დადგენილი განსხვავებული ვადებითა და პირობებით, შესაბამისი აქტით გასცეს დროებითი სამედიცინო საქმიანობის ლიცენზია/ნებართვა, რომელიც ძალაში იქნება ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე.“.

2. დაემატოს თანდართული შინაარსის დანართი №1 და დანართი №2.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია



დანართი №1

ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2)  გამოწვეული ინფექციის (COVID-19) სამართავად  მობილიზებული კლინიკები

 

რეგიონი

რაიონი   /ქალაქი

საიდენტი-ფიკაციო
კოდი

დაწესებულების დასახელება

ფაქტობრივი მისამართი

დაცლის პირობა/სტატუსი

დამატებითი სერვისები

1

თბილისი

ვაკე-საბურთალო

212153756

სს „ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი“

თბილისი, ალ. ყაზბეგის 16

მზადაა

პედიატრია

2

თბილისი

გლდანი-ნაძალადევი

211328703

სსიპ – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა

თბილისი, გუდამაყრის ქუჩა №4

მზადაა

ორსულობის/ მშობიარობის მართვა

3

თბილისი

ვაკე-საბურთალო

405018831

შპს „აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკა“

თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზირი №16

მზადაა

პედიატრია

4

თბილისი

ვაკე-საბურთალო

204871594

შპს „თბილისის ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფო“

თბილისი, ს. ჩიქოვანის 14

მზადაა

პედიატრია

5

თბილისი

დიდუბე-ჩუღურეთი

402069854

ა(ა)იპ „ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი“

თბილისი, ლუბლიანას ქუჩა №13/მიხეილ ჭიაურელის ქუჩა №6

მზადაა

 

6

თბილისი

ვაკე-საბურთალო

205165453

შპს „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა“

თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი №29

მზადაა

 

7

თბილისი

დიდუბე-ჩუღურეთი

202172139

სს „ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრი“ (ბავშვთა განყოფილება)

თბილისი, აჭარის ქუჩა №8

მზადაა

 

8

თბილისი

ისანი-სამგორი

400115362

შპს „თბილისის ზღვის ჰოსპიტალი“

თბილისი, დასახლება ვარკეთილი-3, IV მკ/რ-ის მიმდებარედ, ნაკვეთი 14/430

მზადაა

 

9

იმერეთი

საჩხერე

239403463

სს „საჩხერის რაიონული საავადმყოფო-პოლიკლინიკური გაერთიანება“ (50 საწოლი)

საჩხერე, ივ. გომართელის ქუჩა №17 შენობა №01

მზადაა

 

10

იმერეთი

ქუთაისი

212691354

შპს-ლჯ და კომპანია-დასავლეთ საქართველოს ტუბერკულოზისა და ინფექციურ პათოლოგიათა ცენტრი

ქუთაისი, ჩხობაძის ქ. 20

მზადაა

პედიატრია

11

აჭარა

ბათუმი

404908043

შპს „მედალფა“ ბათუმის კლინიკა

ბათუმი, გოგოლის შესახვევი №2

მზადაა

 

12

შიდა ქართლი

გორი

218064699

სსიპ „გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი“

გორი, ჭავჭავაძის ქუჩა №56

მზადაა

 

13

ქვემო ქართლი

რუსთავი

216296639

სს „რუსთავის ცენტრალური საავადმყოფო“

რუსთავი, წმინდა ნინოს №3

მზადაა

ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე პირთა მომსახურება, შპს „რუსთავის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის“ ფსიქიატრთა მეთვალყურეობით

14

სამეგრელო-ზემო სვანეთი

ზუგდიდი

219999009

შპს „ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფო“

ზუგდიდი, ონარია

მზადაა

 

15

სამეგრელო-ზემო სვანეთი

რუხი

205165453

შპს „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა“

სოფელი რუხი

ჩაერთვება სანებართვო დანართის მიღებისთანავე 

 

 

 

 

 

 

 

 

 

1

აჭარა

ბათუმი

245428880

შპს „ქ. ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო“

ბათუმი, ტბელ აბუსერიძის ქ. 2

ჩაერთვება სანებართვო დანართის მიღებისთანავე 

 

2

იმერეთი

ქუთაისი

412729720

შპს „კლინიკა ბომონდი“

ქუთაისი, ზ. გამსახურდიას გამზ. №163

შემთხვევების რაოდენობა > ან= 300- ეგზავნება მოთხოვნა 24 საათში დაცლის

ორსულობის/ მშობიარობის მართვა

3

მცხეთა-მთიანეთი

მცხეთა

401993508

შპს „მცხეთის სამედიცინო ცენტრი“

მცხეთა, სამხედროს ქუჩა №20

შემთხვევების რაოდენობა > ან= 300- ეგზავნება მოთხოვნა 24 საათში დაცლის

 

4

იმერეთი

ქუთაისი

404476205

სს „ევექსის ჰოსპიტლები“  – ქუთაისის რეფერალური ჰოსპიტალი

ქუთაისი, ოცხელის ქუჩა ნაკვეთი №2

შემთხვევების რაოდენობა > ან= 400- ეგზავნება მოთხოვნა 72 საათში დაცლის

 

5

თბილისი

დიდუბე-ჩუღურეთი

402101328

სს „გერმანული ჰოსპიტალი“

თბილისი, კოსმონავტების სანაპირო № 45ა

შემთხვევების რაოდენობა > ან= 800- ეგზავნება მოთხოვნა 48 საათში დაცლის

 

6

თბილისი

გლდანი-ნაძალადევი

205279740

სს „ჯერარსი“

თბილისი, მუხიანის ქუჩა №2ა, თემქის დასახლება, 

შემთხვევების რაოდენობა > ან= 1000- ეგზავნება მოთხოვნა 48 საათში დაცლის

 

7

თბილისი

დიდუბე-ჩუღურეთი

404476205

სს „ევექსის ჰოსპიტლები“ - ტრავმატოლოგიური ჰოსპიტალი

თბილისი, ლუბლიანას ქუჩა №21

შემთხვევების რაოდენობა > ან= 1000- ეგზავნება მოთხოვნა 48 საათში დაცლის

 

8

თბილისი

დიდუბე-ჩუღურეთი

202901832

შპს „წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფო“

თბილისი, ლუბლიანას ქუჩა №21

შემთხვევების რაოდენობა > ან= 1000- ეგზავნება მოთხოვნა 72 საათში დაცლის

 

 

 

 

 

 

 

 

 

1

თბილისი

ძველი თბილისი

204483380

შპს „საქართველოს საპატრიარქოს წმიდა იოაკიმე და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრი“

თბილისი, გორგასლის ქ. №95

შემთხვევების რაოდენობა > ან= 1300- ეგზავნება მოთხოვნა 48 საათში დაცლის

 

2

თბილისი

დიდუბე-ჩუღურეთი

404476205

სს „ევექსის ჰოსპიტლები“  კარაპს მედლაინი

თბილისი, ლუბლიანას 48

შემთხვევების რაოდენობა > ან= 1300- ეგზავნება მოთხოვნა 48 საათში დაცლის

 

3

თბილისი

ვაკე

404879663

შპს „ვივამედი“

თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი №234

შემთხვევების რაოდენობა > ან= 1400- ეგზავნება მოთხოვნა 96 საათში დაცლის

 

4

იმერეთი

საჩხერე

239403463

სს  „საჩხერის რაიონული საავადმყოფო-პოლიკლინიკური გაერთიანება“ (სრულად დაცლა)

საჩხერე, ივ. გომართელის ქუჩა №17 შენობა №01

შემთხვევების რაოდენობა > ან= 1400- ეგზავნება მოთხოვნა 96 საათში დაცლის

 

5

თბილისი

ისანი-სამგორი

404476205

სს „ევექსის ჰოსპიტლები“  ი. ბოკერიას სახელობის  რეფერალური ჰოსპიტალი

თბილისი, ქინძმარაულის I  შესახვევი №1

შემთხვევების რაოდენობა > ან= 1800- ეგზავნება მოთხოვნა 96 საათში დაცლის

ფსიქიატრიული სტაციონარული მომსახურება

6

თბილისი

გლდანი-ნაძალადევი

200007143

შპს „პირველი სამედიცინო ცენტრი“

თბილისი,  ც. დადიანის ქ. 255

შემთხვევების რაოდენობა > ან= 1800- ეგზავნება მოთხოვნა 96 საათში დაცლის

 

 

 

 

დანართი №2

 

რეგიონი

რაიონი/
ქალაქი

საიდენტიფი-კაციო კოდი

დაწესებულების დასახელება

ფაქტობრივი მისამართი

 

1

აჭარა

ბათუმი

245418392

შპს „სალიხ აბაშიძის ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და ტუბერკულოზის რეგიონული ცენტრი“

ბათუმი, ქათამაძის 11, თაბუკაშვილის 17

 

2

აჭარა

ბათუმი

445506630

შპს „მედ ემერჯენსი“

ბათუმი, მელიქიშვილის 102 ბ

 

3

იმერეთი

ქუთაისი

236035517

შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი“ -  ო. ჩხობაძის სახელობის მრავალპროფილური სამედიცინო დაწესებულება

ქუთაისი, ჩხობაძის ქ. №20

 

4

სამეგრელო-ზემო სვანეთი

ფოთი

404476205

სს „ევექსის ჰოსპიტლები“ - ფოთის ჰოსპიტალი

ფოთი, გურიის №171

 

5

სამეგრელო-ზემო სვანეთი

სენაკი

404869567

შპს „არქიმედეს კლინიკა“

სენაკი, რუსთაველის ქუჩა №110

 

6

შიდა ქართლი

ქარელი

417876711

შპს „გორმედი“

ქარელი, სოფელი ბებნისი

 

7

ქვემო ქართლი

ბოლნისი

225368330

შპს „ბოლნისის ცენტრალური კლინიკა“

ბოლნისი, დავით აღმაშენებლის ქუჩა №25

 

8

ქვემო ქართლი

რუსთავი

216315681

სს „რუსთავის ბავშვთა საავადმყოფო“

რუსთავი, წმინდა ნინოს ქუჩა №5

პედიატრია

9

ქვემო ქართლი

მარნეული

404907730

შპს „ჯეო ჰოსპიტალს“

მარნეული, ყოფილი სამხედრო ქალაქის ტერიტორია

 

10

სამცხე-ჯავახეთი

ახალციხე

424067306

შპს „ახალციხის კლინიკა იმედი“

ახალციხე, ახალქალაქის გზატკეცილი ჩიხი №3

 

11

სამცხე-ჯავახეთი

აბასთუმანი

222717246

შპს „აბასთუმნის ფილტვის ცენტრი“

ადიგენის რაიონი, დაბა აბასთუმანი, ფალიაშვილის ქუჩა №37

 

12

კახეთი

თელავი

231169507

შპს „თელავის რაიონული საავადმყოფო“

თელავი, ალადაშვილის ქუჩა №2

 

13

კახეთი

ლაგოდეხი

404869567

შპს „არქიმედეს კლინიკა“

ლაგოდეხი, 9 აპრილის ქუჩა

 

14

კახეთი

საგარეჯო

404907730

შპს „ჯეო ჰოსპიტალს“

საგარეჯო, კახეთის გზატკეცილი №13

 

15

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი

ონი

236035517

შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი“

ონი, ვახტანგ VI-ის ქუჩა №10