„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 22/02/2013, 470230000.10.003.017200) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის (საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა) მე-20 მუხლის 52 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 53 პუნქტი:
„53. №1.7 დანართის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია, მიწოდებული სერვისების შესაბამისად, უზრუნველყოს მის ბაზაზე დარეგისტრირებული ბენეფიციარების, ასევე შესაბამისი ლაბორატორიული კვლევების შედეგების აღრიცხვა COVID-19-ის მონიტორინგის ელექტრონულ მოდულში ყოველდღიურად, დღეში ორჯერ (დილის 10:00 სთ-სა და საღამოს 20:00 სთ-ზე).“.
|
დოკუმენტის კომენტარები