დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 247 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 16/04/2020 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/04/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 330110000.10.003.021959 |
|
„საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებაში (სსმ III, №154, 25/11/2010) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების“ დანართი №3-ის:
1. პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. 2. მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ნუმერაციის ახალი სისტემა ითვალისწინებს საგანგებო (ექსტრემალური) სამსახურების შემდეგ უნიფიცირებულ ერთიან სამნიშნა სპეციალურ მოკლე ნომრებს: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ბავშვთა დახმარების დროებითი ცხელი ხაზის ერთიანი სამნიშნა ნომერი – 111, საგანგებო სიტუაციებში გადაუდებელი დახმარების გამოძახების ერთიანი სამნიშნა ევრონომერი – 112, გაზის საავარიო სამსახურის ერთიანი სამნიშნა ნომერი – 114, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ერთიანი სამნიშნა ნომერი – 123, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის ერთიანი სამნიშნა ნომერი – 125, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის ერთიანი სამნიშნა ნომერი – 126, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ერთიანი სამნიშნა ნომერი – 153 და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ერთიანი სამნიშნა ნომერი – 199.“. 3. მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები