დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 29 მარტის №23 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 40 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 16/04/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/04/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140130000.22.034.016972 |
|
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 29 მარტის №23 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 29 მარტის №23 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 29/03/2019, სარეგისტრაციო კოდი: 140130000.22.034.016850) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების:
1. პირველი მუხლის: ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. სააგენტოს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საკუთარი ბიუჯეტი, სახაზინო ანგარიშები, ბეჭედი, ბლანკი, სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლო (ემბლემა, დროშა და სხვ.) და საჯარო სამართლის იურდიული პირის სხვა რეკვიზიტები, ასევე სააგენტო უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გახსნას საბანკო ანგარიშები.“; ბ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი: „51. სააგენტოს სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლო მტკიცდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით. სააგენტოს უფლება აქვს გამოიყენოს სამსახურის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლო.“. 2. მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ და „გ2 ქვეპუნქტები: „გ1) სააგენტოს მოსამსახურეს ანიჭებს სახელმწიფო სპეციალურ წოდებას, გარდა უფროსი და უმაღლესი სპეციალური წოდებებისა; გ2) სააგენტოს მოსამსახურეს წარადგენს სამსახურის უფროსის წინაშე მისთვის უფროსი სპეციალური წოდების მისანიჭებლად;“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები