„სამედიცინო სტატისტიკური ინფორმაციის წარმოების და მიწოდების წესის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 25 მარტის №01-26/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სამედიცინო სტატისტიკური ინფორმაციის წარმოების და მიწოდების წესის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 25 მარტის №01-26/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 01-43/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 16/04/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/04/2020
სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.016746
01-43/ნ
16/04/2020
ვებგვერდი, 16/04/2020
470230000.22.035.016746
„სამედიცინო სტატისტიკური ინფორმაციის წარმოების და მიწოდების წესის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 25 მარტის №01-26/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01-43/ნ

2020 წლის 16 აპრილი

ქ. თბილისი

 

„სამედიცინო სტატისტიკური ინფორმაციის წარმოების და მიწოდების წესის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 25 მარტის №01-26/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„სამედიცინო სტატისტიკური ინფორმაციის წარმოების და მიწოდების წესის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 25 მარტის №01-26/ნ ბრძანებით (www.matsne.gov.ge; 26/03/2019 სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.016595) დამტკიცებული:
1. №3 დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,დანართი №3

 

სამედიცინო (მ.შ. სამეცნიერო-კვლევითი) დაწესებულებების მიერ წარსადგენი უწყებრივი სტატისტიკური ანგარიშგებით გათვალისწინებული ელექტრონული მოდულების (მათ შორის რეგისტრების) ჩამონათვალი და შევსების ვადები

 

N

ფორმის №

ფორმის დასახელება

წარდგენის ვადა

(არაუგვიანეს)

1

ფ. IV-066

სტაციონარიდან გასული პაციენტების აღრიცხვის ელექტრონული სისტემა 

მომდევნო თვის 10

რიცხვი

2

ფ. IV-025

ამბულატორული სერვისის მიმწოდებელ დაწესებულებაში დაავადებების ახალი შემთხვევების აღრიცხვის ელექტრონული სისტემა

3

ფ. IV-20

 

ორსულთა და ახალშობილთა ჯანმრთელობის მეთვალყურეობის  ელექტრონული რეგისტრი

სამედიცინო მომსახურების გაწევიდან 24 საათის განმავლობაში

4

ფ. IV-30

კიბოს პოპულაციური რეგისტრის ელექტრონული სისტემა ონკოლოგიური სერვისების მიმწოდებელი დაწესებულებებისათვის 

სამედიცინო მომსახურების გაწევიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში

5

ფ. IV-30/1

კიბოს პოპულაციური რეგისტრის ელექტრონული სისტემა პათოლოგიურ-ანატომიური ლაბორატორიებისათვის /ცენტრებისთვის

კვლევის დასრულებიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში

6

ფ. IV-075

კიბოს სკრინინგის ელექტრონული აღრიცხვიანობის სისტემა

სკრინინგის ჩატარებიდან არაუგვიანეს 72 საათის განმავლობაში (სავალდებულოა 2019 წლის 1 მაისიდან)

7

ფ. IV-077

იმუნიზაციის მართვის ელექტრონული მოდული

აცრის განხორციელებიდან არა უგვიანეს 5 სამუშაო დღის განმავლობაში

8

ფ. IV-078

ახალშობილთა სმენის სკრინინგის ელექტრონული აღრიცხვიანობის მოდული

ახალშობილთა სმენის პირველადი და მეორადი სკრინინგის განხორციელებიდან არა უგვიანეს 48 საათის განმავლობაში, დასვენების და უქმე დღეების გამოკლებით

9

ფ. IV-16

C ჰეპატიტის სკრინინგის ელექტრონული აღრიცხვიანობის მოდული

სამედიცინო მომსახურების გაწევიდან 72 საათის განმავლობაში

10

ფ. IV-14/1

სისხლის დონაციებისა და ტრანსფუზიების აღრიცხვის ელექტრონული მოდული

დონაციასთან/ტრანსფუზიასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელებიდან არა უგვიანეს 72 საათის განმავლობაში

11

ფ. IV-14/2

COVID-19 ზე ტესტირების აღრიცხვის ელექტრონული მოდული

ნაცხის აღებიდან ან ტესტირების ჩატარებიდან 24 საათის განმავლობაში

”.

2. მე-4 დანართს (სტატისტიკური ანგარიშგების ელექტრონული მოდულების/რეგისტრირების წარმოების წესები) მე-6 მუხლის შემდეგ დაემატოს მე-7 მუხლი შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 7. COVID-19-ზე ტესტირების აღრიცხვის ელექტრონული მოდულის (ფორმა IV-14/2) წარმოების წესი

1. COVID-19 -ზე ტესტირების აღრიცხვის ელექტრონულ მოდულში (შემდგომში – მოდული) ინფორმაციის რეგისტრაციაში ჩართული სუბიექტები არიან:

ა) ამბულატორიული და სტაციონარული სერვისის მიმწოდებელი სუბიექტები (მ.შ. ფიზიკური პირი სოფლის ექიმები/ექთნები ან სხვა ტიპის დაწესებულებები) რომელთა მიერაც ხორციელდება ან საკვლევი მასალის აღება, ან სწრაფი მარტივი ტესტირება ან ლაბორატორიული კვლევები;

ბ) საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუნიციპალური/საქალაქო სამსახურები;

გ) ცენტრის შესაბამისი სამსახურები;

დ) რიჩარდ ლუგარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრი (შემდგომში – ლუგარის ცენტრი);

ე) სამედიცინო დაწესებულებებში არსებული ან ცალკე მდგომი ლაბორატორიები.

2. მოდულში აღირიცხება ინფორმაცია პაციენტის მოკლე ანამნეზის, ნაცხის აღების, სწრაფი მარტივი ტესტირების ან ლაბორატორიული კვლევების და მათი შედეგების შესახებ (პოზიტიური, ნეგატიური და საეჭვო შემთხვევები).

3. ბრძანებით განსაზღვრული შესაბამისი სუბიექტები ვალდებული არიან:

ა) მოდულში დაარეგისტრირონ/შეავსონ ინფორმაცია წინასწარ განსაზღვრული ალგორითმების და ველების შესაბამისად, ყოველდღიურად, ღონისძიების განხორციელებიდან არაუგვიანეს 24 საათის განმავლობაში;

ბ) ნიმუშების ლოჯისტიკის მიზნით, ელექტრონული სისტემაში ინტეგრირებული ,,H ფორმით“ ამობეჭდონ საკვლევი მასალის შესახებ ინფორმაცია მის ტრანსპორტირებამდე;

გ)  ბრძანების გამოცემიდან 1 კვირის განმავლობაში მოახდინონ COVID 19 ტესტირების თაობაზე სხვადასხვა ელექტრონულ სისტემებში (მ.შ. დაწესებულებების დონეზე არსებული ლოკალური საინფორმაციო სისტემებიდან) არსებული/ხელმისაწვდომი მონაცემების რეგისტრაცია/ინტეგრირება მოდულში.

4. მოდულში დარეგისტრირებული ინფორმაციის დამუშავება/ანალიზს უზრუნველყოფს ცენტრი.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიეკატერინე ტიკარაძე