დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო-საკონსულტაციო საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ” თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 18 მარტის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 11 |
| დოკუმენტის მიმღები | თიანეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 15/04/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/04/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.154.016423 |
|
,,შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო-საკონსულტაციო საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ” თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 18 მარტის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
მუხლი 1.
|
„შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო-საკონსულტაციო საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 18 მარტის №9 დადგენილებაში (ვებგვერდი, 20/03/2020, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.154.016421 შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილებები:
|
1.
დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. დამტკიცდეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო-საკონსულტაციო საბჭოს დებულება თანდართული დანართის შესაბამისად (დანართი თან ერთვის).“ |
2.
დადგენილებით დამტკიცებული დებულების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საკორდინაციო-საკონსულტაციო საბჭო (შემდგომში – საბჭო) წარმოადგენს თიანეთის მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანოს, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს თიანეთის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შემდგომში – შშმ) პირთა ღირსეული თანაცხოვრებისა და თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფისათვის აუცილებელი პირობების შექმნის საკითხებს“ |
3.
დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ“ სასამართლომ ცნო მხარდაჭერის მიმღებად, გამოაცხადა უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გარდაცვლილად;“. |
4.
დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-9 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტები:
„ვ“ მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტა;“; „ზ“ საბჭოს წევრის პირადი განცხადება;“. |
მუხლი 2.
|
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები