სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედფინის“ ლიკვიდატორის განცხადება

სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედფინის“ ლიკვიდატორის განცხადება
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედფინის“ ლიკვიდატორი
მიღების თარიღი 13/04/2020
დოკუმენტის ტიპი განცხადება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/04/2020
სარეგისტრაციო კოდი
0
13/04/2020
ვებგვერდი, 14/04/2020
სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედფინის“ ლიკვიდატორის განცხადება
სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედფინის“ ლიკვიდატორი

 

სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედფინის“ განცხადება

საქართველოს ეროვნული ბანკის  ვიცე-პრეზიდენტის 2020 წლის 3 აპრილის №205 განკარგულებით დაწყებულია სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედფინის“ (სკ: 400153276) ლიკვიდაციის პროცესი. ამავე განკარგულების საფუძველზე ლიკვიდატორად დაინიშნა მამუკა ვარდიაშვილი.

პირებს, რომლებსაც გააჩნიათ რაიმე სახის მოთხოვნა სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედფინის“ (სკ: 400153276) მიმართ, წინამდებარე წერილის გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედფინის“ (სკ: 400153276) ლიკვიდატორს მამუკა ვარდიაშვილს შემდეგ მისამართზე: ქ.თბილისი, პ. ქავთარაძის 1-ლი შეს., №10 ოფისი 5 (ტელ.: +995 599732244, ელ.ფოსტა: mamuka.vardiashvili@nbg.gov.ge), უნდა წარმოუდგინონ შემდეგი დოკუმენტები:

ფიზიკური პირების შემთხვევაში:

  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • ორგანიზაციის მიმართ არსებული მოთხოვნის ოდენობა და მოთხოვნის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
  • საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.

იურიდიული პირის შემთხვევაში:

  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
  • ორგანიზაციის მიმართ არსებული მოთხოვნის ოდენობა და მისი დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
  • საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.