დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სს ანძა-94-ის (ს/კ 209453456) აქციონერს აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 0 |
| დოკუმენტის მიმღები | სს „ანძა-94“ |
| მიღების თარიღი | 13/04/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | განცხადება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/04/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
|
სს „ანძა-94“ (სნ 209453456) ხმის უფლების მქონე აქციათა 98,54160%-ის მესაკუთრე ლევან კაჭარავამ (პნ 16001001270) ისარგებლა საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული აქციათა სავალდებულო მიყიდვის („მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 534 მუხლის პირველი და მეორე პუნქტი და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30914 მუხლი) უფლებით და დანარჩენი აქციონერებისაგან მათ საკუთრებაში არსებული აქციების შეძენის მიზნით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 05 მარტის გადაწყვეტილებით, საქმე №330212019003152215 (2/20685-19) დაკმაყოფილდა განმცხადებლის მოთხოვნა აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ.
აღნიშნული გადაწყვეტილებით: ერთი ცალი აქციის საბაზრო ღირებულებად განსაზღვრულია 1,83 ლარი (ერთი ლარი და ოთხმოცდასამი თეთრი) და აქციათა გმოსყიდვის სააღრიცხვო თარიღად განსაზღვრულია 2020 წლის 21 აპრილი 18:00 საათი. 2020 წლის 22 აპრილიდან თქვენს საკუთრებაში არსებული სს ანძა-94 -ს (სნ 209453456) აქციების სანაცვლოდ შესაბამისი თანხის მისაღებად თქვენ უნდა მიაკითხოთ სს საბროკერო კომპანია კაუკასუს კაპიტალ ჯგუფს (ს/კ 205116943), წარუდგინოთ თქვენი პირადობის დამადასტურებელი საბუთი და საბანკო რეკვიზიტები. სს საბროკერო კომპანია კაუკასუს კაპიტალ ჯგუფის (ს/კ 205116943) საკონტაქტო რეკვიზიტებია: მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. №74ა (შესასვლელი ი. მოსაშვილის ქ. №11-დან), მე-2 სართული. ტელეფონი: 2 23 19 00; 574 81 22 26. ელფოსტა: sjakelidze@capital.ge.
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები