„მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ საქართველოს ეროვნული ბანკისათვის წარსადგენი ფინანსური ანგარიშგების ფორმის, წარდგენის ვადისა და ბუღალტრული აღრიცხვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 7 თებერვლის №19/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 68/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 13/04/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/04/2020
სარეგისტრაციო კოდი 220010020.18.011.016452
68/04
13/04/2020
ვებგვერდი, 16/04/2020
220010020.18.011.016452
„მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ საქართველოს ეროვნული ბანკისათვის წარსადგენი ფინანსური ანგარიშგების ფორმის, წარდგენის ვადისა და ბუღალტრული აღრიცხვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 7 თებერვლის №19/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
 
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №68/04

2020 წლის 13 აპრილი

ქ. თბილისი

„მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ საქართველოს ეროვნული ბანკისათვის წარსადგენი ფინანსური ანგარიშგების ფორმის, წარდგენის ვადისა და ბუღალტრული აღრიცხვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 7 თებერვლის №19/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ საქართველოს ეროვნული ბანკისათვის წარსადგენი ფინანსური ანგარიშგების ფორმის, წარდგენის ვადისა და ბუღალტრული აღრიცხვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 7 თებერვლის №19/04 ბრძანებით (www.matsne.gov.ge; 08/02/2018, სარეგისტრაციო კოდი: 220010000.18.011.016278) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 მუხლის:

ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ყოველთვიურად უზრუნველყოს საქართველოს ეროვნული ბანკისათვის ფინანსური ანგარიშგების წარდგენა საქართველოს ეროვნული ბანკის NBFI დისტანციური ზედამხედველობის პორტალის საშუალებით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www. NBFI.nbg.ge, ამ წესით დადგენილი ფორმით (დანართი №1), არაუგვიანეს საანგარიშგებო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა;“;

ბ) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ყოველკვარტალურად უზრუნველყოს საქართველოს ეროვნული ბანკისათვის მოზიდული სახსრებისა და გაცემული სესხების შესახებ ინფორმაციის ამ წესის დანართი №4-ის შესაბამისად წარდგენა საქართველოს ეროვნული ბანკის NBFI დისტანციური ზედამხედველობის პორტალის შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www.NBFI.nbg.ge, ყოველი კვარტალის დასრულებიდან არაუგვიანეს მომდევნო თვის 15 რიცხვისა;“.

2. №1 და №4 დანართები ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

მუხლი 2
მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე ამ ბრძანებით გათვალისწინებული მოთხოვნები ვრცელდება 2020 წლის აპრილის თვის საანგარიშგებო პერიოდიდან.
მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტიკობა გვენეტაძე