დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ ბუღალტრული ანგარიშგების შედგენის და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებში წარდგენის ვადების განსაზღვრის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2019 წლის 24 დეკემბრის N42 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 12 |
| დოკუმენტის მიმღები | აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა |
| მიღების თარიღი | 10/04/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/04/2020 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 25/06/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190400000.32.061.016308 |
|
,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ ბუღალტრული ანგარიშგების შედგენის და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებში წარდგენის ვადების განსაზღვრის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2019 წლის 24 დეკემბრის №42 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ ბუღალტრული ანგარიშგების შედგენის და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებში წარდგენის ვადების განსაზღვრის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2019 წლის 24 დეკემბრის №42 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 30/12/2019, 190040000.32.061.016292) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების პირველი მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფმა საბიუჯეტო ორგანიზაციებმა პერიოდული ბუღალტრული ანგარიშგება – 1 ივლისის მდგომარეობით (ნაზარდი ჯამით) და წლიური ბუღალტრული ანგარიშგება – საანგარიშო წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ზემდგომ/კონტროლის განმახორციელებელ ორგანოებში წარადგინონ შესაბამისი საანგარიშგებო პერიოდის დასრულებიდან მომდევნო თვის არაუგვიანეს 20 რიცხვისა. 2. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელმა ორგანოებმა, მათი და მათ დაქვემდებარებაში ან/და მათ კონტროლს დაქვემდებარებული საბიუჯეტო ორგანიზაციების პერიოდული და წლიური (ნაზარდი ჯამით) ნაერთი ბუღალტრული ანგარიშგება წარადგინონ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროში, შესაბამისი საანგარიშგებო პერიოდის დასრულებიდან მეორე თვის არაუგვიანეს 5 რიცხვისა (ნაერთ ბუღალტრულ ანგარიშგებასთან ერთად სავალდებულოა თითოეული ორგანიზაციის ბუღალტრული ანგარიშგების წარდგენა). 3. ეთხოვოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს, პერიოდული ბუღალტრული ანგარიშგება – 1 ივლისის მდგომარეობით (ნაზარდი ჯამით) და წლიური ბუღალტრული ანგარიშგება – საანგარიშო წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, წარადგინონ აფხაზეთი ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროში, შესაბამისი საანგარიშგებო პერიოდის დასრულებიდან მომდევნო თვის არაუგვიანეს 20 რიცხვისა.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები