დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 238 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 10/04/2020 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/04/2020 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 23/05/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 120160030.10.003.021949 |
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 23/03/2020, 120160030.10.003.021892) შეტანილ იქნეს ცვლილება და:
1. დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების“: ა) მე-13 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პერიოდში ადმინისტრაციული ორგანოები არ არიან უფლებამოსილნი მოითხოვონ უცხო ენაზე შესრულებული დოკუმენტის თარგმანის, ასევე დოკუმენტის ასლის სანოტარო წესით დამოწმება, თუნდაც ეს მოითხოვებოდეს საქართველოს კანონმდებლობით. დამოწმებული სახით თარგმანის ან/და ასლის წარუდგენლობა არ დააბრკოლებს დაინტერესებული პირის განცხადების განხილვას.“; ბ) მე-14 მუხლის: ბ.ა) 11 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 12 პუნქტი: „12. ამ დადგენილებით დამტკიცებული №2 დანართით გათვალისწინებული საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების ამ დადგენილებისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად შესრულებაზე კონტროლს ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექცია.“; ბ.ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტით ან/და ამ დადგენილებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევისათვის, კომპეტენციის ფარგლებში, რეაგირებას ახორციელებენ ამ მუხლის პირველი-12 პუნქტებით გათვალისწინებული უწყებების უფლებამოსილი პირები. თუ შესაბამისი სამართალდარღვევა ადმინისტრაციულ გამოკვლევას არ საჭიროებს, აღნიშნული უწყებების უფლებამოსილი პირები ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს ადგილზე განიხილავენ და სამართალდამრღვევს ადგილზევე შეუფარდებენ ადმინისტრაციულ სახდელს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.“. 2. დადგენილებით დამტკიცებულ დანართ №2-ს (ეკონომიკური საქმიანობების ჩამონათვალი, რომლებსაც შესაბამისი პირობებით არ ეზღუდებათ ფუნქციონირება საგანგებო მდგომარეობის პერიოდში) დაემატოს შემდეგი შინაარსის 35-ე გრაფა: „35. საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოები.“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები