„საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ნოტარიუსთა პალატის საქმიანობისა და ნოტარიუსთა მიერ მომსახურების წესებისა და პირობების დადგენის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 31 მარტის №511 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 519
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 13/04/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/04/2020
ძალის დაკარგვის თარიღი 23/05/2020
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.027.017014
519
13/04/2020
ვებგვერდი, 13/04/2020
040030000.22.027.017014
„საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ნოტარიუსთა პალატის საქმიანობისა და ნოტარიუსთა მიერ მომსახურების წესებისა და პირობების დადგენის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 31 მარტის №511 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №519

2020 წლის 13 აპრილი

ქ. თბილისი

„საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირის  საქართველოს ნოტარიუსთა პალატის საქმიანობისა და ნოტარიუსთა მიერ მომსახურების წესებისა და პირობების დადგენის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 31 მარტის №511 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირის  საქართველოს ნოტარიუსთა პალატის საქმიანობისა და ნოტარიუსთა მიერ მომსახურების წესებისა და პირობების დადგენის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 31 მარტის №511 ბრძანების (www.matsne.gov.ge, 31/03/2020, 040030000.22.027.017006) პირველი მუხლის:

ა) მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტს:

ა.ა) დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა.გ1“ ქვეპუნქტი:

„ა.გ1) თბილისი, წერეთლის გამზ. №8 (სსიპ – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ოფისი);“;

ა.ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა.ზ“-„ა.ლ“ ქვეპუნქტები:

„ა.ზ) ახალქალაქი, თავისუფლების ქ. №93;

ა.თ) თელავი, ერეკლე მეორის მოედანი №2;

ა.ი) ოზურგეთი, იოანე პეტრიწის ქ. №9 (ოზურგეთის იუსტიციის სახლის შენობაში მდებარე ქორწინების სახლი);

ა.კ) რუსთავი, მეგობრობის გამზ. №29 (რუსთავის იუსტიციის სახლის მიმდებარედ არსებული ქორწინების სახლი;

ა.ლ) გორი, გურამიშვილის ქ. №7 (გორის იუსტიციის სახლის შენობაში მდებარე ქორწინების სახლი).“;

ბ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 6 1 პუნქტი:

„61. დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციას, უზრუნველყოს ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების შესრულების უნარიანობის ხარისხისა და მოქალაქეთა ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს არსებობის შესაფასებლად საქართველოს ტერიტორიაზე არსებული სანოტარო ბიუროების ინსპექტირება (ადგილმდებარეობის დახასიათება, ბიუროს ფართისა და ზოგადი მდგომარეობის აღწერა, დასურათება და სხვ.). საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ინსპექტირება დასრულდეს 2020 წლის 25 მაისამდე. ინსპექტირების შედეგები ეტაპობრივად მიეწოდოს საქართველოს იუსტიციის მინისტრს.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი