დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ბავშვის გადაცემასთან ან/და შვილთან მეორე მშობლის ან ოჯახის სხვა წევრის ურთიერთობის უფლების განხორციელებასთან დაკავშირებული საქმეების აღსრულების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 18 აპრილის №01-16/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 01-47/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 28/04/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/04/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 070010040.22.035.016749 |
|
,,ბავშვის გადაცემასთან ან/და შვილთან მეორე მშობლის ან ოჯახის სხვა წევრის ურთიერთობის უფლების განხორციელებასთან დაკავშირებული საქმეების აღსრულების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 18 აპრილის №01-16/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ‘‘ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„ბავშვის გადაცემასთან ან/და შვილთან მეორე მშობლის ან ოჯახის სხვა წევრის ურთიერთობის უფლების განხორციელებასთან დაკავშირებული საქმეების აღსრულების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 18 აპრილის №01-16/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 110418014, 19/04/2011; სარეგისტრაციო კოდი: 070010040.22.035.016065) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული:
1. №1 დანართის „ბავშვის გადაცემასთან ან/და შვილთან მეორე მშობლის ან ოჯახის სხვა წევრის ურთიერთობის უფლების განხორციელებასთან დაკავშირებული საქმეების აღსრულების წესი‘‘: ა) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ–დ‘‘ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) სააგენტო – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო, რომელიც არის მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო; გ) ტერიტორიული ერთეული – სააგენტოს ტერიტორიული ორგანო. ცალკეულ შემთხვევებში ტერიტორიული ორგანოს ფუნქციები შეიძლება შეასრულოს სააგენტოს ცენტრალური აპარატის შესაბამისმა სტრუქტურულმა ქვედანაყოფმა; დ) უფლებამოსილი პირი – სააგენტოს/სააგენტოს ტერიტორიული ერთეულის წარმომადგენელი, რომელიც სააგენტოს დირექტორის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე უფლებამოსილია, დადგენილი წესით დაიწყოს აღსრულება სასამართლო გადაწყვეტილებაზე და აწარმოოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე;‘‘; ბ) მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. აღსრულების პროცესში მონაწილეობენ სააგენტოს/სააგენტოს ტერიტორიული ერთეულის უფლებამოსილი პირ(ებ)ი, ვალდებული მხარე და აღსრულებით დაინტერესებული მხარე.‘‘; გ) მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 4. უფლებამოსილი პირის აცილება აღსრულებაზე ან/და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვასა და გადაწყვეტაზე უფლებამოსილი პირი არ შეიძლება იყოს სააგენტოს/სააგენტოს ტერიტორიული ერთეულის ის თანამშრომელი, რომელიც აღსრულების პროცესში მონაწილე მხარის ან მისი წარმომადგენლის ნათესავია. ნათესავების წრე განისაზღვრება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით.‘‘; დ) მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ე‘‘ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) უზრუნველყოფს ხელმძღვანელის ინფორმირებას აღსრულების მიმდინარეობაზე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის თითოეულ საქმეზე და მისი განხილვისა და გადაწყვეტის შედეგებზე;“; ე) მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „გ‘‘ და „დ‘‘ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) გაასაჩივრონ უფლებამოსილი პირის დადგენილება ან ზემდგომ ორგანოში (ზემდგომ თანამდებობის პირთან), ან რაიონის (ქალაქის) სასამართლოში მისი ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში; დ) გაასაჩივრონ საჩივართან დაკავშირებით ზემდგომი ორგანოს (ზემდგომი თანამდებობის პირის) მიერ მიღებული გადაწყვეტილება სასამართლოში, მისი ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში.‘‘; ვ) მე-7 მუხლის მე-2–მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. აღსრულებას უფლებამოსილი პირის მეშვეობით უზრუნველყოფს ის ტერიტორიული ერთეული, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც იმყოფება ბავშვი. 3. ტერიტორიული ერთეული აღსრულებას იწყებს საკუთარი ინიციატივით, სასამართლო გადაწყვეტილებისა და სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, თუ სასამართლოს გადაწყვეტილება მოწინააღმდეგე მხარისაგან ბავშვის გადმოცემასთან დაკავშირებით მიღებულია სასამართლოსადმი უშუალოდ მისი, როგორც მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიმართვის საფუძველზე. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა აღსრულება უნდა დაიწყოს ტერიტორიული ერთეულისადმი აღსრულებით დაინტერესებული მხარის წერილობითი განცხადებით მიმართვის დღიდან. განცხადებას თან უნდა ერთოდეს სასამართლოს გადაწყვეტილება და სააღსრულებო ფურცელი. 5. აღსრულების დაწყებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა, ტერიტორიული ერთეული ვალდებულ მხარეს წარუდგენს (ან უგზავნის) წერილობით მოთხოვნას გადაწყვეტილების ნებაყოფლობით აღსრულების პირობების შესახებ.‘‘; ზ) მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. გადაწყვეტილება ნებაყოფლობით აღსრულებულად ითვლება, თუ ვალდებული პირი ამ წესის მე-7 მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში შეასრულებს ტერიტორიული ერთეულის მოთხოვნას მასში მითითებული პირობებით.‘‘; თ) მე-9 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ადმინისტრაციული სახდელის დადების დადგენილება სავალდებულოა შესასრულებლად სახელმწიფო დაწესებულებების, ორგანიზაციების, საწარმოებისა და მოქალაქეებისათვის, ხოლო ვალდებული პირის მხრიდან ჯარიმის დადგენილ ვადაში გადაუხდელობისას ტერიტორიული ერთეული გამოსცემს სააღსრულებო ფურცელს და აღსასრულებელი გადაწყვეტილების დამოწმებულ ასლთან ერთად შესაბამისი რეაგირებისათვის ეგზავნება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – აღსრულების ეროვნულ ბიუროს.”; ი) მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 14. სააღსრულებო წარმოების შეჩერება და მისი ვადები 1. ტერიტორიული ერთეული უფლებამოსილია შეაჩეროს სააღსრულებო წარმოება: ა) დაინტერესებული პირის მოთხოვნით, ერთჯერადად, არაუმეტეს 3 თვის ვადით. ამ ვადის გასვლის შემდეგ სააღსრულებო ფურცელი უბრუნდება დაინტერესებულ პირს, თუ იგი არ მოითხოვს აღსრულების გაგრძელებას; ბ) ტერიტორიული ერთეულის მიერ აღსასრულებელი გადაწყვეტილების განმარტების მოთხოვნით სასამართლოსთვის შუამდგომლობით მიმართვის შემთხვევაში, სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანისათვის დადგენილი ვადით. 2. ტერიტორიული ერთეული უფლებამოსილია, საპატიო მიზეზების არსებობისას, ვალდებული მხარის მოთხოვნის საფუძველზე, გონივრული ვადით შეაჩეროს სააღსრულებო წარმოება.‘‘. 2. ბრძანებით დამტკიცებული №2 (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა), №3 (ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების ფორმა) და №4 (სააღსრულებო ფურცლის ფორმა) დანართები ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები