საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქ. ქუთაისის სამუსიკო კოლეჯის ლიკვიდაციის შესახებ

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქ. ქუთაისის სამუსიკო კოლეჯის ლიკვიდაციის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 223
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 08/04/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/04/2020
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.021935
223
08/04/2020
ვებგვერდი, 10/04/2020
040030000.10.003.021935
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქ. ქუთაისის სამუსიკო კოლეჯის ლიკვიდაციის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №223

2020 წლის 8 აპრილი

   ქ. თბილისი

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქ. ქუთაისის სამუსიკო კოლეჯის ლიკვიდაციის შესახებ

მუხლი 1
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-13 მუხლის მე-2 პუნქტისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 და მე-18 მუხლების შესაბამისად:

1. ლიკვიდირებულ იქნეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ქ. ქუთაისის სამუსიკო კოლეჯი.

2. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქ. ქუთაისის სამუსიკო კოლეჯის უფლებამონაცვლედ განისაზღვროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქ. ქუთაისის სამუსიკო კოლეჯის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი უძრავი ქონების საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტისათვის გადაცემა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

4. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქ. ქუთაისის სამუსიკო კოლეჯის ლიკვიდატორად განისაზღვროს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

5. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქ. ქუთაისის სამუსიკო კოლეჯის ლიკვიდაციასთან დაკავშირებული ღონისძიებები დასრულდეს 2020 წლის 1 ივნისამდე.

6. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ამ დადგენილების ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში უზრუნველყოს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქ. ქუთაისის სამუსიკო კოლეჯის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 19 ივნისის №05/88 ბრძანების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალადაკარგულად გამოცხადება.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია