,,სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის №141/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის №141/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 01-41/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 16/04/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/04/2020
სარეგისტრაციო კოდი 280120000.22.035.016744
01-41/ნ
16/04/2020
ვებგვერდი, 16/04/2020
280120000.22.035.016744
,,სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის №141/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01-41/ნ

2020 წლის 16 აპრილი

ქ. თბილისი

 

„სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის №141/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ‘‘ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის №141/ნ ბრძანებაში (სსმ III, №56, 20.05.2010, მუხ. 878) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული:

1. №1 დანართის (სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების და ამ ოჯახებში მცხოვრებ ბავშვთა შესახებ ინფორმაციის აღრიცხვის და რეფერირების წესი):

ა) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ი) სოციალური მუშაკი  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,  შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს (შემდგომში  ზრუნვის სააგენტო) მეურვეობისა და მზრუნველობის სპეციალურად უფლებამოსილი პირი.“;

ბ) მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის:

„ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) „ოჯახის წევრზე შეიმჩნევა ფიზიკური ძალადობის ნიშნები“ – იმ შემთხვევაში, თუ სახეზეა ფიზიკური ძალადობის  ნიშნები: სხავადასხვა ფერის სილურჯეები, სხვადასხვა ხარისხის ჭრილობები ან/და ნაკაწრები, იარები, სხეულის შეშუპებული ნაწილები, მოტეხილობები ან/და სხვა სახის დაზიანებები. ამ შემთხვევაში, მისივე თანხმობით, სააგენტოს უფლებამოსილი პირი დაუყოვნებლივ უნდა დაუკავშირდეს სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულს და სოციალურ მუშაკს;

გ) თუ „ოჯახის წევრი აღნიშნავს მასზე განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაზე“ მისივე თანხმობით, სააგენტოს უფლებამოსილი პირი დაუყოვნებლივ უნდა დაუკავშირდეს სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულს და სოციალურ მუშაკს;“.

2.  22-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სააგენტო უზრუნველყოფს შემთხვევის გადამისამართებას ტერიტორიულ ერთეულში ცენტრალიზებული წესით, ხოლო ტერიტორიული ერთეული უზრუნველყოფს ინფორმაციის მიწოდებას ზრუნვის სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ ერთეულში, იმ შემთხვევაში, თუ ამავე ბრძანებით დამტკიცებული №6 დანართით – „ბავშვ(ებ)ის დეკლარაციაში შესატანი მონაცემები და ქულათა ოდენობები“:

ა) „B2“ ბლოკისთვის განსაზღვრულ ქულათა ოდენობა შეადგენს 6 ან/და მეტ ერთეულს;

ბ) ნებისმიერი ბლოკისთვის (გარდა „B2“ ბლოკისა) ან ჯამურად განსაზღვრული ქულათა ოდენობა შეადგენს 8 ან/და მეტ ერთეულს.“.

3. ბრძანებით დამტკიცებული №5 დანართის (ოჯახში მცხოვრები (0-დან 18 წლამდე) ბავშვ(ებ)ის დეკლარაციის ფორმა) B.3. (ბავშვის განათლება) გრაფის 3.2.7 გრაფის შემდეგ დაემატოს 3.2.8. გრაფა შემდეგი რედაქციით:

3.2.8  მე-9 კლასის დასრულების გამო

10

10

10

10

10

10

10

10

10

10

                            .“.

 

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიეკატერინე ტიკარაძე