დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,სამედიცინო საქმიანობის სალიცენზიო პირობებისა და სტაციონარული დაწესებულების სანებართვო პირობების დაცვის შესახებ ანგარიშგების ფორმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 22 მარტის №01-14/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 01-39/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 07/04/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/04/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470230000.22.035.016742 |
|
,,სამედიცინო საქმიანობის სალიცენზიო პირობებისა და სტაციონარული დაწესებულების სანებართვო პირობების დაცვის შესახებ ანგარიშგების ფორმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 22 მარტის №01-14/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„სამედიცინო საქმიანობის სალიცენზიო პირობებისა და სტაციონარული დაწესებულების სანებართვო პირობების დაცვის შესახებ ანგარიშგების ფორმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 22 მარტის №01-14/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 23/03/2018, 470230000.22.035.016496) შეტანილ იქნეს ცვლილება და: |
1.
ბრძანების: |
ა)
პირველი მუხლის მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს 21 პუნქტი:
„21. სარეაბილიტაციო-გამაჯანსაღებელი სტაციონარის სანებართვო პირობების დაცვის შესახებ ანგარიშგების ფორმა (დანართი №21).‘‘; |
ბ)
მე-3 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის/სტაციონარული დაწესებულების ნებართვის მფლობელმა დაწესებულებებმა ამ ბრძანებით დამტკიცებული დანართებით (№1, №2, №21 და №3) განსაზღვრული შევსებული ფორმები უნდა წარადგინონ როგორც ელექტრონული ფორმით (დისკი/ინფორმაციის ელექტრონული მატარებელი (USB)), ასევე ქაღალდის მატარებელზე, რომლის ყოველი გვერდი დამოწმებულია დაწესებულების ხელმძღვანელის/პასუხისმგებელი პირის ხელმოწერით. 2. დანართებით (№1, №2, №21, №3) განსაზღვრული ფორმების შევსებისას გამოყენებული უნდა იქნეს ფონტი Sylfaen, სიმბოლოების ზომა – 10.“. |
2.
ბრძანებით დამტკიცებული №2 დანართით (სტაციონარული დაწესებულების სანებართვო პირობების დაცვის შესახებ ანგარიშგების ფორმა) განსაზღვრული ცხრილის: |
ა)
საერთო სანებართვო პირობების: |
ა.ა)
პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,
‘‘; |
ა.ბ)
პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი
,,
‘‘; |
ა.გ)
მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,
.‘‘. |
3.
ბრძანებით დამტკიცებული №2 დანართის (სტაციონარული დაწესებულების სანებართვო პირობების დაცვის შესახებ ანგარიშგების ფორმა) შემდეგ დაემატოს №21 დანართი (სარეაბილიტაციო-გამაჯანსაღებელი სტაციონარის სანებართვო პირობების დაცვის შესახებ ანგარიშგების ფორმა) თანდართული რედაქციით. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები