„ეთილის სპირტის სატერმინალო მომსახურების შესახებ“

„ეთილის სპირტის სატერმინალო მომსახურების შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 232
დოკუმენტის მიმღები ფინანსთა სამინისტრო
მიღების თარიღი 01/09/1998
დოკუმენტის ტიპი სახელმწიფო მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, -, 01/09/1998
ძალის დაკარგვის თარიღი 26/12/2006
სარეგისტრაციო კოდი 090.012.003.358
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
232
01/09/1998
გამოუქვეყნებელი, -, 01/09/1998
090.012.003.358
„ეთილის სპირტის სატერმინალო მომსახურების შესახებ“
ფინანსთა სამინისტრო
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (01/09/1998 - 22/12/1998)

საქართველოს ფინანსთა   მინისტრის

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა N 232

ქ. თბილისი

1998 წლის 1 სექტემბერი

ეთილის სპირტის სატერმინალო მომსახურების შესახებ

1. მიღებული იქნეს საბაჟო დეპარტამენტის წინადადება და საქართველოს ტერიტორიაზე საბაჟო საგუშაგო ყაზბეგის და ქართლის მოძრავი რეგიონალური საბაჟოს მიმართულებით, ტრანზიტის რეჟიმით გადაადგილებულ ეთილის სპირტზე, შემოღებული იქნეს სატერმინალო მომსახურეობის საფასური 1კგ-ზე 8 თეთრის ოდენობით.

2. შემოღებული იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე საბაჟო საგუშაგო ყაზბეგის და ქართლის მოძრავი რეგიონალური საბაჟოს მიმართულებით რეექსპორტის საბაჟო რეჟიმით გადაადგილებული ეთილის სპირტის სატერმინალო მომსახურეობის საფასური 1კგზე 8 თეთრის ოდენობით.

3. ტრანზიტისა და რეექსპორტის რეჟიმით საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილებული ეთილის სპირტის სატერმინალო მომსახურეობის საფასურის სახით მიღებული თანხა მთლიანად ჩაირიცხოს საქართველოს ცენტრალურ ბიუჯეტში.

 

ფინანსთა მინისტრი                                                                            მ. ჭკუასელი