დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქონების მართვის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 თებერვლის №13-42 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 56-51 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 03/04/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/04/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260050.35.101.016714 |
|
„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქონების მართვის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 თებერვლის №13-42 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქონების მართვის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 თებერვლის №13-42 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge22/02/2018; 010260050.35.101.016490) და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:
1. მე-4 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სააგენტოს უფროსს ჰყავს ორი მოადგილე, რომლებიც იმავდროულად არიან სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელები. 3. სააგენტოს უფროსის არყოფნის ან მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის უფლებამოსილებას ახორციელებს სააგენტოს უფროსის ერთ-ერთი მოადგილე, ხოლო, სააგენტოს უფროსის მოადგილეების არყოფნის ან უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში – სამსახურის უფროსი, სააგენტოს უფროსის ბრძანებით." 2. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელება, სააგენტოს უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, შეიძლება დაევალოს სააგენტოს უფროსის მოადგილეს/მოადგილეებს ან/და სამსახურის უფროსს.“ 3. მე-6 მუხლის: ა) მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) იურიდიული და საინვესტიციო პროექტების სამსახური.“ ბ) მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნას. გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. იურიდიული და საინვესტიციო პროექტების სამსახურის შემადგენლობაში შედის: ა) სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველო; ბ) სასამართლოსთან წარმომადგენლობის უზრუნველყოფის სამმართველო. გ) საინვესტიციო პროექტების მართვისა და ხელშეკრულებების მონიტორინგის სამმართველო.“ დ) მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნას. 4. მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შედეგი რედაქციით: „გ) ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოებს შორის და აძლევს მათ შესაბამის მითითებებს.” 5. მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შედეგი რედაქციით: „ბ) წარმოადგენს სამმართველოს დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელებისას; გ) ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოს თანამშრომლებს შორის და აძლევს მათ შესაბამის მითითებებს;“. 6. მე-10 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ქონების მართვისა და განკარგვის სამმართველოს უფლებამოსილებას განეკუთვნება: ა) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის/ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული ქონების საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებული კანონმდებლობით დადგენილი ღონისძიებების გატარება; ბ) სააგენტოს მიერ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის/ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის იურიდიული პირების ქონების საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემის/მართვის უფლებით გადაცემის გეგმის განსაზღვრის შემთხვევაში მისი შესრულების მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება; გეგმის შემუშავებასა და მარკეტინგული ღონისძიებების განსაზღვრაში მონაწილეობა; გ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით გადაცემის თაობაზე ქონების მართვის სამსახურის მიერ დასადები ხელშეკრულების მომზადება; დ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების რეგისტრირებული მონაცემების ცვლილება/კორექტირებასთან ან გაუქმებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა, საჭიროების შემთხვევაში სააგენტოს სხვა ქვედანაყოფებთან შეთანხმება და სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება; ე) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის (ქონების) გამიჯვნის, რეგისტრაციის ცვლილების (ფართობის ცვლილების შემთხვევაში) და კორექტირების საკითხების განხილვა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობისთვის შესათანხმებლად წარდგენა; ვ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისთვის გადმოცემული უძრავი ქონების მიღებასთან დაკავშირებით შესაბამისი ღონისძიებების გატარება; ზ) ქონების აუქციონზე გამოცხადებისთვის მომზადების უზრუნველყოფა; თ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების აუქციონის ფორმით განკარგვასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის პროექტების მომზადება და აუქციონისთვის მომზადების უზრუნველყოფა; ი) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების მიზნით სსიპ – წიაღის ეროვნული სააგენტოსთვის თანხმობის მიცემის საკითხის განხილვა კომპეტენციის ფარგლებში და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობასთან შესათანხმებლად წარდგენა; კ) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტთან (როგორც – უძრავი ქონების ერთ-ერთი თანამესაკუთრესთან) შეთანხმებას დაქვემდებარებული, უძრავი ქონების მიმართ გათვალისწინებული მოქმედებებისას (თუ ეს მოქმედებები არ იწვევს თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში/თანასაკუთრებაში არსებული ნივთის/ წილობრივი მიწის ნაკვეთის შემცირებას ან გაუქმებას), თანამესაკუთრის სახელით შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად საკითხის მომზადება; ლ) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტთან (როგორც უძრავი ქონების ერთ-ერთ თანამესაკუთრესთან) შეთანხმებას დაქვემდებარებული, უძრავი ნივთის (ქონების) მიმართ გათვალისწინებული მოქმედებები, რომლებიც იწვევენ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში/თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის/ქონების შემცირებას ან გაუქმებას, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობისათვის შესათანხმებლად წარდგენა; მ) სამმართველოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით შემოსული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება; ნ) სააგენტოს უფროსის ან სამსახურის უფროსის ცალკეული დავალებების შესრულება; ო) ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელება.“ ბ) მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) საინვესტიციო პროექტების მართვისა და ხელშეკრულებების მონიტორინგის სამმართველოს მიმართვის საფუძველზე, სააგენტოს მონიტორინგს დაქვემდებარებული ხელშეკრულებების კონტრაჰენტების მიერ სახელშეკრულებო ვალდებულებათა შესრულების შესწავლა/შეფასება კომპეტენციის ფარგლებში (ობიექტის ადგილზე დათვალიერება, დასურათება და ა.შ.);“ 7. მე-11 მუხლის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 11. იურიდიული და საინვესტიციო პროექტების სამსახურის უფლება-მოვალეობები“. ბ) პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნას. გ) მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი: „ა1) სააგენტოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ან/და ქმედების თაობაზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის განხილვისას სააგენტოს წარმომადგენლობა, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, სააგენტოს სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფების ჩართვის უზრუნველყოფა.“ დ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი: „3. საინვესტიციო პროექტების მართვისა და ხელშეკრულებების მონიტორინგის სამმართველოს უფლებამოსილებას განეკუთვნება: ა) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების საინვესტიციო მიმართულებით განკარგვასა და სარგებლობასთან დაკავშირებით პოტენციური ინვესტორების ბაზის შექმნა; ბ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების საინვესტიციო მიმართულებით განკარგვასა და სარგებლობასთან დაკავშირებით გეგმის შემუშავება; გ) საინვესტიციო მიმართულებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების პოტენციური შემძენის/სარგებლობის უფლების მიმღები/მართვის უფლების მიმღები პირების იდენტიფიცირება, მოძიება, მათთან მოლაპარაკების წარმოება პოტენციურ პროექტებთან დაკავშირებით, მოლაპარაკების შედეგად სამმართველოს საინვესტიციო ჯგუფის მიერ საინვესტიციო პროექტების შემუშავება და საკითხის მომზადება; დ) საინვესტიციო პროექტების შემუშავება, რაც გულისხმობს ბაზრის კვლევას, პოტენციურ ინვესტორებთან მოლაპარაკებას, პროექტის სრული ფინანსური ანგარიშგების შემუშავებას, სამართლებრივ ანალიზსა და საინვესტიციო პოტენციალის შესახებ ანგარიშის მომზადებას; ე) პერიოდულად საინვესტიციო ონლაინ-ბროშურის შემუშავება, რომელშიც წარმოდგენილი იქნება ინფორმაცია სამმართველოს შესრულებული, მიმდინარე და დაგეგმილი საინვესტიციო პროექტების შესახებ; ვ) საინვესტიციო პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებით ინტერესთა გამოხატვის ან/და სხვა საკონკურსო პირობების მომზადება და ამ მიმართულებით სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში სხვა პროცედურულ საქმიანობაში ჩართულობა; ზ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების მართვა-განკარგვასთან/სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებით დადებული მოქმედი ხელშეკრულებების რეესტრის წარმოება; თ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ქონებასთან დაკავშირებით კონტრაჰენტების მიერ ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების მონიტორინგი; ი) ხელშეკრულებებში ცვლილებების/დამატებების შეტანის მიზნით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტებისა და ხელშეკრულებების/შეთანხმებების პროექტების მომზადება; კ) ხელშეკრულებების მოშლის/შეწყვეტის თაობაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება; ლ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ, სარგებლობის ან საკუთრების უფლებით გადაცემული ქონების მესამე პირებისათვის სარგებლობის უფლებით (იჯარის, ქვეიჯარის, ქირავნობის, ქვექირავნობის, თხოვების ფორმით) გადაცემასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მისაღებად საკითხის მომზადება; მ) სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებით კონტრაჰენტების მიერ შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე, სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულების დადასტურების მიზნით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება და სხვა შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება; ნ) ქონების განკარგვისა და სარგებლობაში გადაცემისას, კონტრაჰენტების მიერ შესრულებული/შესასრულებელი ვალდებულების შესახებ შესაბამისი ინფორმაციის მომზადება, სააგენტოს შესაბამისი სამმართველოს მიმართვის საფუძველზე; ო) სამმართველოს მონიტორინგს დაქვემდებარებული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ურთიერთობებში ქონების იპოთეკით, გირავნობით ან/და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფორმით დატვირთვის თაობაზე საკითხის განხილვა; პ) ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოსგან გათავისუფლების თაობაზე თვითმმართველი ერთეულის ქონების შემძენის/მართვის უფლებით/სარგებლობის უფლებით მიმღები პირის მიმართვის განხილვა და სხვა შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება; ჟ) დაინტერესებული პირის (ქალაქ თბილისი მუნიციპალიტეტის მერიის (მთავრობის) მოვალისთვის) სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევის გამო დაკისრებული/ დასაკისრებელი პირგასამტეხლოსგან გათავისუფლების საკითხის ქალატ თბილისი მუნიციპალიტეტის მთავრობისთვის წარსადგენად საკითხის მომზადება; რ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ, სარგებლობის ან საკუთრების უფლებით გადაცემულ ქონებაზე საკუთრების მოწმობის გაცემამდე ან/და ვალდებულებების შესრულების დადასტურებამდე აუქციონში გამარჯვებულის ცვლილებასთან, შეძენილი ქონების იპოთეკით, გირავნობით ან სერვიტუტით დატვირთვის, მესამე პირზე სარგებლობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის გაცემა; ს) სამმართველოს კომპეტენციას მიკუთნებულ საკითხებთან დაკავშირებით შემოსული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება; ტ) სააგენტოს ან/და სამსახურის უფროსის ცალკეული დავალებების შესრულება; უ) ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელება. 8. 111 მუხლი ამოღებულ იქნას.
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები