დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 24 იანვრის N52-10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 56-47 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 03/04/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/04/2020 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.101.016716 |
|
„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 24 იანვრის №52-10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისა, ქალაქ თქბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 24 იანვრის №52-10 დადგენილებაში (ვებგვერდი, www.matsne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი – 28/01/2020, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.101.016678) და დადგენილების პირველი მუხლის „გ“ პუნქტით დამტკიცებული „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის განხორციელების წესის“ (დანართი №3) მე-10 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტის შემდეგ, დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი: „3. ქვეპროგრამის განმახორციელებელი უფლებამოსილია 2020 წლის მარტსა და აპრილში მიმწოდებლის სტატუსის მქონე დაწესებულებებზე, ამავე თვეებში ქვეპროგრამის ფარგლებში დასაქმებული პირების შრომითი ანაზღაურების გაცემისათვის ავანსის სახით გასცეს 2020 წლის თებერვალში, წესის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ასანაზღაურებელი შემთხვევების ფულადი ოდენობის 100%.“ ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ, დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი: „4. 2020 წლის მარტსა და აპრილში ავანსის სახით მიღებული თანხის მოცულობის შესაბამისად, ქვეპროგრამის მიმწოდებელი ვალდებულია, ქვეპროგრამის მოსარგებლეებს გაუწიოს წესით გათვალისწინებული მომსახურება ქვეპროგრამის განმახორციელებელთან შეთანხმებით.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები