„საქართველოს დედაქალაქის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროდ განსაზღვრული ავტობუსებით (M2 კატეგორია) მგზავრთა გადაყვანისას მგზავრობის ტარიფების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 აპრილის №8-31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 56-45
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 03/04/2020
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/04/2020
ძალის დაკარგვის თარიღი 21/03/2022
სარეგისტრაციო კოდი 310060000.35.101.016718
56-45
03/04/2020
ვებგვერდი, 06/04/2020
310060000.35.101.016718
„საქართველოს დედაქალაქის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროდ განსაზღვრული ავტობუსებით (M2 კატეგორია) მგზავრთა გადაყვანისას მგზავრობის ტარიფების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 აპრილის №8-31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №56-45

2020 წლის 3 აპრილი

ქ. თბილისი

„საქართველოს დედაქალაქის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროდ განსაზღვრული ავტობუსებით (M2 კატეგორია) მგზავრთა გადაყვანისას მგზავრობის ტარიფების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 აპრილის №8-31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის და 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „საქართველოს დედაქალაქის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროდ განსაზღვრული ავტობუსებით (M2 კატეგორია) მგზავრთა გადაყვანისას მგზავრობის ტარიფების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 აპრილის №8-31  დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი: www.matsne.gov.ge, 03/05/2017, სარეგისტრაციო კოდი: 310060000.35.101.016389) და დადგენილების:

ა) მუხლი 1 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1

1. საქართველოს დედაქალაქის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის  ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M2 კატეგორია) ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას მგზავრობის ტარიფები დამტკიცდეს:

ა) ლოტი №1 (ვაკე-საბურთალოს რაიონი):

ა.ა) №№4, 17, 27, 30, 32, 50, 51, 72, 78, 120, 135, 140, 149, 161, 170, 184, 192 მარშრუტებზე - 0,8 ლარის ოდენობით (ერთი და იმავე დღის განმავლობაში მე-2 და ყოველი მომდევნო მგზავრობისას - 0,65 ლარის ოდენობით);

ა.ბ) №220 მარშრუტზე - 0,6 ლარის ოდენობით;

ა.გ) №№23, 146, 177, 179 მარშრუტებზე - 0,5 ლარის ოდენობით;

ბ) ლოტი №2 (ძველი თბილისი–დიდგორის რაიონი):

ბ.ა) №№2, 6, 15, 35, 40, 41, 49, 73, 85, 126, 137, 176, 202, 218 მარშრუტებზე - 0,8 ლარის ოდენობით (ერთი და იმავე დღის განმავლობაში მე-2 და ყოველი მომდევნო მგზავრობისას - 0,65 ლარის ოდენობით);

ბ.ბ) №90 მარშრუტზე - 0,6 ლარის ოდენობით;

გ) ლოტი №3 (დიდუბე–ჩუღურეთის რაიონი):

გ.ა) №152 მარშრუტზე - 1,5 ლარის ოდენობით;

გ.ბ) №№26, 34, 44, 58, 60, 62, 66, 67, 68, 75, 81, 101, 102, 108, 118, 169, 193, 197, 200, 204 მარშრუტებზე - 0,8 ლარის ოდენობით (ერთი და იმავე დღის განმავლობაში მე-2 და ყოველი მომდევნო მგზავრობისას - 0,65 ლარის ოდენობით);

გ.გ) №№16, 25, 36, 38, 124, 129, 208, 220 მარშრუტებზე - 0,6 ლარის ოდენობით;

გ.დ) №№7, 22, 42, 53, 59, 80, 151, 182 მარშრუტებზე - 0,5 ლარის ოდენობით;

გ.ე) №173 მარშრუტზე - 0,4 ლარის ოდენობით;

დ) ლოტი №4 (გლდანი–ნაძალადევის რაიონი):

დ.ა) №158 მარშრუტზე - 2,0 ლარის ოდენობით;

დ.ბ) №№11, 31, 61, 77, 100, 111, 116, 128, 133, 142, 145, 147, 148, 198 მარშრუტებზე - 0,8 ლარის ოდენობით (ერთი და იმავე დღის განმავლობაში მე-2 და ყოველი მომდევნო მგზავრობისას - 0,65 ლარის ოდენობით);

დ.გ) №№64, 87,217 მარშრუტებზე - 0,6 ლარის ოდენობით;

დ.დ) №№8, 9, 14, 21, 29, 37, 39, 43, 45, 47, 48, 52, 63, 86, 96, 99, 104, 136, 139, 144, 153, 180, 187, 210, 211, 222, 225, 226 მარშრუტებზე - 0,5 ლარის ოდენობით;

ე) ლოტი №5 (ისანი-სამგორის რაიონი):

ე.ა) №№154,165, 175 მარშრუტებზე - 1,0 ლარის ოდენობით;

ე.ბ) №№10, 82, 117, 138, 150 მარშრუტებზე - 0,8 ლარის ოდენობით (ერთი და იმავე დღის განმავლობაში მე-2 და ყოველი მომდევნო მგზავრობისას - 0,65 ლარის ოდენობით);

ე.გ) №69, 194 მარშრუტებზე - 0,6 ლარის ოდენობით;

ე.დ) №№1, 3, 5, 20, 24, 28, 54, 55, 70, 71, 76, 79, 83, 84, 91, 93, 95, 103, 105, 107, 113, 115, 119, 155, 156, 162, 185, 189, 190, 191, 199, 205, 216, 223, 224 მარშრუტებზე - 0,5 ლარის ოდენობით;

ე.ე) №106 მარშრუტზე - 0,4 ლარის ოდენობით.

2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში M2 კატეგორიის ავტობუსებით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (ლოტების მომსახურებაზე) ნებართვების მფლობელებმა შპს „თბილ ლაინმა“ (ს/კ 404392260), შპს „კაპიტალ გრუპმა“ (ს/კ 202353194), შპს „თბილ ქარმა“ (ს/კ 404393241) და შპს „ფაბლიქ ქარმა“ (ს/კ 404392411) მომსახურების გაწევა განახორციელონ ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი მგზავრობის ტარიფების შესაბამისად.

3. „საქართველოს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი

საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით ავტობუსების (M2 კატეგორია) მოძრაობის მარშრუტების დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბრის N17-47 დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართის (საქართველოს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით ავტობუსების (M2 კატეგორია) მოძრაობის მარშრუტები) შენიშვნის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ახალი დროებითი მარშრუტის განსაზღვრის შემთხვევაში მომსახურების გაწევის ტარიფი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ დადგინდეს არაუმეტეს 0,8 ლარის ოდენობით.“

ბ) მუხლი 2 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 2

ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტით დამტკიცებული მგზავრობის ტარიფები ძალაშია 2017 წლის პირველი მაისიდან 2022 წლის პირველ აპრილამდე.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2020 წლის პირველი აპრილიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ტყემალაძე