დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტი) დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 17 |
| დოკუმენტის მიმღები | ზუგდიდის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 03/04/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/04/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.105.016557 |
17
03/04/2020
ვებგვერდი, 06/04/2020
010250050.35.105.016557
„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტი) დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტი) დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №1 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 20/11/2017 წელი, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.105.016353) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებულ დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 471 მუხლი:
„მუხლი 471. ობიექტური გარემოებების არსებობისას, საკრებულოს თავმჯდომარის ადმინისტრაციულ ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის (ბრძანება) საფუძველზე, საკრებულომ და საკრებულოს კომისიებმა მოქმედი კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილება შესაძლებელია განახორციელოს დისტანციურად ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით.“ |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2020 წლის 16 მარტიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები