დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურ ინსპექციაში „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის N1 დეკრეტის მე-8 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სამართალდაღვევათა საქმისწარმოებისათვის დოკუმენტების ფორმების განსაზღვრის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 56-48 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 03/04/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/04/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 020080150.35.101.016722 |
56-48
03/04/2020
ვებგვერდი, 03/04/2020
020080150.35.101.016722
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურ ინსპექციაში „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის N1 დეკრეტის მე-8 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სამართალდაღვევათა საქმისწარმოებისათვის დოკუმენტების ფორმების განსაზღვრის შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
|
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურ ინსპექციაში „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის N1 დეკრეტის მე-8 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სამართალდაღვევათა საქმისწარმოებისათვის დოკუმენტების ფორმების განსაზღვრის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 64-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტისა და 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტების, „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის №1 დეკრეტის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის, „საგანგებო მდომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის, „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების“ მე-14 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის №1 დეკრეტის მე-8 მუხლიის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილნი არიან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის (შემდგომში – ინსპექცია) დებულებით განსაზღვრული შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის საჯარო მოხელეები ( შემდგომში – საჯარო მოხელე).
|
| მუხლი 2 |
„საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის №1 დეკრეტის მე-8 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევისას გამოიყენება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურ ინსპექციაში ცალკეულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის დოკუმენტების ფორმების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 25 სექტემბრის №28-96 დადგენილების (შემდგომში – №28-96 დადგენილება) მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა“ (შემდგომში – ოქმი).
|
| მუხლი 3 |
ოქმის შენახვის, მისი შევსების, ჩაბარების, წარმოების, აღრიცხვა-ანგარიშგების და მიღებული დადგენილების გასაჩივრების წესი განისაზღვროს №28-96 დადგენილების შესაბამისად, თუ წინამდებარე დადგენილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.
|
| მუხლი 4 |
1. ოქმის I ნაწილის:
ა) მე-5 პუნქტში შეიტანება: ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო, არსი, ასევე სამართლებრივი აქტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისათვის; ბ) მე-6 პუნქტი (6.1 და 6.2) არ ივსება. 2. ოქმის II ნაწილის (საჯარიმო ქვითრის ყუა): ა) 4.1 პუნქტში შეიტანება სამართლებრივი აქტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისათვის; ბ) 4.2 პუნქტი არ ივსება. |
| მუხლი 5 |
ამ დადგენილებით გათვალისწინებულ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევასთან დაკავშირებულ საქმისწარმოებაზე, არ ვრცელდება №28-96 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-8 მუხლი და მე-9 მუხლის პირველი და 11 პუნქტების მოქმედება.
|
| მუხლი 6 |
პირს, ვის მიმართაც არის გამოტანილი სამართალდარღვევის დადგენილება, მისი გამოტანიდან 10 დღის ვადაში, შეუძლია გაასაჩივროს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან ან სასამართლოში.
|
| მუხლი 7 |
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დამრღვევმა ჯარიმა ნებაყოფლობით უნდა გადაიხადოს საჯარიმო ქვითრის ჩაბარებიდან (გაცნობიდან) 30 დღის განმავლობაში.
|
| მუხლი 8 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები