„2020 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის №674 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„2020 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის №674 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 213
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 03/04/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/04/2020
სარეგისტრაციო კოდი 470000000.10.003.021925
213
03/04/2020
ვებგვერდი, 03/04/2020
470000000.10.003.021925
„2020 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის №674 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №213

2020 წლის 3 აპრილი

   ქ. თბილისი

 

„2020 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის №674 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „2020 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის №674 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/12/2019, 470000000.10.003.021688) შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1. 61 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 61

დაევალოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს:

ა) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 31-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სამინისტროს წინადადებების საფუძველზე, განახორციელოს ცვლილებები „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით სამინისტროსათვის გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში;

ბ) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 31-ე მუხლის თანახმად, სამინისტროს წინადადებების საფუძველზე, „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით სამინისტროსთვის დამტკიცებული „მოსახლეობისათვის სამედიცინო მომსახურების მიწოდება პრიორიტეტულ სფეროებში“ (პროგრამული კოდი – 27 03 03) პროგრამის ფარგლებში, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 30 იანვრის №169 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს მთავრობის  2020 წლის 12 მარტის №512 განკარგულებით დამატებული  პროგრამული კოდი − 27 03 03 11 გამოყენებულ იქნეს „ახალი კორონავირუსული დაავადების COVID 19-ის მართვა“ ქვეპროგრამისათვის და დაემატოს: „ახალი კორონავირუსით  (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) მართვის ხელშეწყობისთვის სამინისტროს მიერ განსახორციელებლი ღონისძიებები“ (პროგრამული კოდი – 27 03 03 11 01), „ახალი კორონავირუსით  (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) მართვისთვის გასატარებელი ღონისძიებები“ (პროგრამული კოდი − 27 03 03 11 02) და „ახალი კორონავირუსით  (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) მართვის ხელშეწყობისთვის ცენტრის მიერ განსახორციელებლი ღონისძიებები (პროგრამული კოდი − 27 03 03 11 03).“.

2. 61 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი რედაქციის 62 მუხლი:

მუხლი 62

1. ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუარესების (ეპიდემია, პანდემია, ეპიდემიური აფეთქება) დროს:

ა) ჯანმრთელობის დაცვის შესაბამისი სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში ბენეფიციარებისთვის შესაბამისი სერვისების მიწოდებისას განკუთვნილი მედიკამენტის გაცემა/მიწოდება, საჭიროების შემთხვევაში, ამავე სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული წესისა და პირობების შესაბამისად, დროებითი ღონისძიების სახით, შესაძლებელია, გათავისუფლდეს ფორმა 3 რეცეპტით გაცემის ვალდებულებისაგან;

ბ) ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში ბენეფიციარებისათის, შესაძლებლობის შესაბამისად, სერვისების მიწოდება დროებითი ღონისძიების სახით შესაძლებელია, განხორციელდეს დისტანციური წესით მიმწოდებლის მიერ განმახორციელებელ დაწესებულებასთან შეთანხმებული ფორმატით;

გ) ჯანმრთელობის დაცვის შესაბამისი სახელმწიფო პროგრამების ბენეფიციარებზე (მ. შ. იზოლაციაში (კარანტინი/თვითიზოლაცია) მყოფებზე) სახელმწიფო პროგრამებით გათვალისწინებული მედიკამენტის გადაცემა/მიწოდება, დროებითი ღონისძიების სახით, შესაძლებელია, განხორციელდეს განმახორციელებლი დაწესებულების მიერ შემუშავებული გამარტივებული მექანიზმების გამოყენებით;

დ) საჭიროების შემთხვევაში, ჯანმრთელობის დაცვის შესაბამისი სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში გათვალისწინებული მედიკამენტის გადაცემა/მიწოდება, დროებითი ღონისძიების სახით, შესაძლებელია, განხორციელდეს საქართველოში მყოფ უცხო ქვეყნის იმ მოქალაქეებზეც, რომლებიც ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გამო ქვეყანაში არსებული შეზღუდვების გათვალისწინებით მოკლებულნი არიან საქართველოს ტერიტორიის დატოვების შესაძლებლობას.“.

3. დადგენილებით დამტკიცებულ „2020 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამებში“:

ა)  დანართ №2-ის („იმუნიზაცია“) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 22.500.0 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

კომპონენტის დასახელება

ბიუჯეტი

(ათასი ლარი)

 

ვაქცინებისა და ასაცრელი მასალების შესყიდვა

16,248.0

 

სპეციფიკური შრატებისა და ვაქცინების შესყიდვა

200.0

 

პოსტექსპოზიციური ანტირაბიული პროფილაქტიკისათვის ანტირაბიული სამკურნალო საშუალებებით უზრუნველყოფა

2,600.0

 

გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის შესყიდვა

3,000.0

 

საინფორმაციო-საგანმანათლებლო ღონისძიებები (მ. შ. იმუნიზაციისა და მარაგების მართვის ერთიანი ელექტრონული სისტემების მართვა და ადმინისტრირება)

252.0

 

აცრა-ვიზიტისა და ექიმის კონსულტაციის მომსახურება

100.0

 

„ცივი ჯაჭვის“ მოწყობილობების/ინვენტარის შესყიდვა და მონტაჟი

100.0

 

სულ:

22,500.0.“;

ბ) დანართ 3-ის  („ეპიდზედამხედველობა“):

ბ.ა) მე-3 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) გრიპზე, გრიპისმაგვარ დაავადებებსა და მძიმე მწვავე რესპირაციულ დაავადებებზე ეპიდზედამხედველობის ქსელის მდგრადობის შენარჩუნება და სეზონურ/პანდემიურ გრიპზე (მ. შ. კორონავირუსზე) რეაგირება, რომელიც მოიცავს:

ზ.ა) საყრდენი ბაზების მომსახურებას – ქვეყანაში შერჩეული საყრდენი ბაზებიდან გრიპის/გრიპისმაგვარი დაავადებისა და მძიმე მწვავე რესპირაციული დაავადების კლინიკური ნიშნების მქონე პაციენტებში ნიმუშების აღებასა და შენახვას;

ზ.ბ) საყრდენი ბაზებიდან გრიპზე, გრიპისმაგვარ დაავადებებსა და მძიმე მწვავე რესპირაციულ დაავადებებზე საეჭვო პაციენტების კლინიკური ნიმუშების ცენტრში ტრანსპორტირებასა და ლაბორატორიულ კვლევას;

ზ.გ) კორონავირუსის ეპიდემიაზე რეაგირების ფარგლებში, ცენტრის ეპიდემიოლოგიური და ლაბორატორიული სამსახურებისათვის პირადი დაცვის საშუალებებისა და საკვლევი მასალის ასაღები სახარჯი მასალების შესყიდვა;“;

ბ.ბ) მე-4 მუხლის:

ბ.ბ.ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მე-3 მუხლის „ა.გ“ ქვეპუნქტითა და „ბ.გ“ და „ბ.დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების უზრუნველყოფისთვის (მ. შ. რეგიონში შემავალი სხვა მუნიციპალიტეტის სჯდ ცენტრებში იმუნოპროფილაქტიკისათვის და მიმდინარე წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების განსახორციელებლად საჭირო მასალისა და აღჭურვილობის ლოჯისტიკის უზრუნველსაყოფად და მონიტორინგის განხორციელებისათვის) რეგიონული სტატუსის მქონე სამსახურებისათვის (გარდა იმ რეგიონებისა, სადაც აღნიშნულ რეგიონულ ფუნქციას ასრულებს ცენტრის სტრუქტურული ერთეული) ერთ თვეში ასანაზღაურებელი თანხა განისაზღვროს დანართ 3.2-ის შესაბამისად.“;

ბ.ბ.ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. მე-3 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების ანაზღაურება განხორციელდება გლობალური ბიუჯეტის პრინციპით, ყოველთვიურად არაუმეტეს 3.8 ათასი ლარის ოდენობით, ხოლო შესყიდული საქონლის ღირებულება − ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით.“;

ბ.გ) მე-5 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მე-3 მუხლის „დ“ (გარდა „დ.გ“ და „დ.დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მალარიის სამკურნალო მედიკამენტების სტრატეგიული მარაგისა), „ე“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებებისათვის საჭირო საქონლის (მათ შორის, როტა, ნორო და ადენო ვირუსების იფა ტესტ-სისტემებისა და კორონავირუსის ეპიდემიაზე რეაგირების ფარგლებში პირადი დაცვის საშუალებებისა და საკვლევი მასალების ასაღები სახარჯი მასალების) შესყიდვა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

3. მე-3 მუხლის „დ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მალარიის სამკურნალო მედიკამენტების (მ. შ. კორონავირუსის სამკურნალოდ საჭირო) სტრატეგიული მარაგის შესყიდვა ხორციელდება გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მეშვეობით, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, ხოლო იმ მედიკამენტების შესყიდვა, რომელთა შესყიდვაც ვერ ხორციელდება გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მეშვეობით − „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.“;

ბ.დ)  მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 2,200.0 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

 

კომპონენტის დასახელება

ბიუჯეტი

(ათასი ლარი)

 

რეგიონულ და მუნიციპალურ დონეზე არსებული სჯდ ცენტრებისთვის ეპიდზედამხედველობის, იმუნიზაციისა და სამედიცინო სტატისტიკის ღონისძიებათა ფარგლებში მომსახურების დაფინანსებისთვის

577.5

 

მალარიისა და სხვა ტრანსმისიური (დენგე, ზიკა, ჩიკუნგუნია, ყირიმ-კონგო, ლეიშმანიოზი და სხვა) დაავადებების პრევენციისა და კონტროლის გაუმჯობესება

971.5

 

ნოზოკომური ინფექციების ეპიდზედამხედველობა

22.0

 

ვირუსული დიარეების კვლევა

15.0

 

B და C ჰეპატიტებზე ეპიდზედამხედველობა

28.0

 

გრიპზე, გრიპისმაგვარ დაავადებებსა და მძიმე მწვავე რესპირაციულ დაავადებებზე ეპიდზედამხედველობის ქსელის მდგრადობის შენარჩუნება და სეზონურ/პანდემიურ გრიპზე რეაგირება (მ. შ., საყრდენი ბაზების მომსახურება თვეში არაუმეტეს 3800 ლარისა)

586.0

სულ

2,200.0.“;

 

ბ.ე) მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მალარიის სამკურნალო მედიკამენტის მოსარგებლეა ყველა პაციენტი მიუხედავად მოქალაქეობის სტატუსისა, ვისაც დაუდგინდება აღნიშნული დაავადების დიაგნოზი და საჭიროებს სპეციფიკურ მედიკამენტოზურ მკურნალობას (მ. შ. კორნავირუსის ინფექციის საწინააღმდეგოდ).“;

ბ.ვ) დანართ №3.1-ის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის დანართი №3.2 − რეგიონული სტატუსის მქონე სჯდ ცენტრების ყოველთვიური დაფინანსების მოცულობა (ინტერნეტმომსახურებით უზრუნველყოფისათვის დამატებითი დაფინანსება განსაზღვრულია დანართ №3.1-ით):

დანართი №3.2

რეგიონული სტატუსის მქონე სჯდ ცენტრების ყოველთვიური დაფინანსების მოცულობა (ინტერნეტმომსახურებით უზრუნველყოფისათვის დამატებითი დაფინანსება განსაზღვრულია დანართ №3.1-ით)

დაწესებულების დასახელება

ინტერნეტით

მომსახურებისათვის ღირებულება (ლარი)

 

სსიპ − აჭარის ა/რ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი

1 695

 

ა(ა)იპ − თბილისის გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობისა და კონტროლის მუნიციპალური ცენტრი

2 695

 

ა(ა)იპ − მცხეთის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი (მათ შორის, ახალგორი)

1 990

 

ა(ა)იპ − საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრი (რუსთავი)

1 895

სულ:

8 275.“;

 

გ) დანართ №6-ის („ტუბერკულოზის მართვა“):

გ.ა) მე-3 მუხლის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) პაციენტებისთვის ტუბერკულოზის მკურნალობისთვის საჭირო მედიკამენტებისა და ტუბერკულოზისა და სხვა ინფექციების სადიაგნოსტიკო/სახარჯი მასალების ნაწილის უზრუნველყოფას ახორციელებენ დონორი ორგანიზაციები;‘‘;

გ.ბ) მე-5 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. პროგრამის მე-3 მუხლის „ზ“ და „ი“  ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქონლის შესყიდვა ხორციელდება აივინფექციის/შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური ფონდის მიერ განსაზღვრული გაერთიანებული საერთაშორისო შესყიდვის აგენტებისა და მექანიზმების, მათ შორის, აივინფექციის/შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური ფონდის მიერ შესყიდვის ელექტრონული პლატფორმის საშუალებით (მ.შ. ჯინექსპერტ აპარატებზე ტუბრეკულოზისა და სხვა ინფექციების სადიაგნოსტიკო კარტრიჯების ან ჯინექსპერტ აპარატების ფუნქციონირებისთვის საჭირო მასალისა და საგარანტიო მომსახურების შესყიდვა გლობალური ფონდის პროექტის ფარგლებში, უშუალოდ მწარმოებელი კომპანიისგან), ხელშეკრულების უზრუნველყოფის მექანიზმის გამოყენების გარეშე და, საჭიროების შემთხვევაში, წინასწარი ანგარიშსწორებით, საბანკო ან/და სხვა სახის გარანტიის მოთხოვნის გარეშე.“;

დ) დანართ №7-ის („აივინფექცია/შიდსის მართვა“):

დ.ა) მე-2 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები:

„გ) საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ უცხო ქვეყნის დიპლომატიურ მისიებში დასაქმებული პირები;

დ) საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი კორონავირუსით ინფიცირებული პირები, მოქალაქეობის მიუხედავად.“;

დ.ბ)  მე-9 მუხლს მე-12 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-13 და მე-14 პუნქტები:

„13. აივინფიცირებულ პირთა ჯინექსპერტ სისტემის მეშვეობით ტუბერკულოზზე დიაგნოსტიკისათვის საჭირო კარტრიჯებით უზრუნველყოფა განხორციელდება გლობალური ფონდის პროექტის ფარგლებში, დონორი ორგანიზაციის დაფინანსებით.

14. აივინფექციის/შიდსის სამკურნალო მედიკამენტები, საჭიროების შესაბამისად, გამოყენებული უნდა იქნეს კორონავირუსით დაავადებული პაციენტების სამკურნალოდ, რომლის გაცემა გახორციელდება ცენტრის მიერ, სამედიცინო დაწესებულებებზე მათი წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე.“;

ე) დანართ №20-ის („ახალი კორონავირუსული დაავადების COVID 19-ის მართვა“):

ე.ა) დანართ №20.1-ის:

ე.ა.ა)  სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ახალი კორონავირუსით ( SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) მართვის ხელშეწყობისთვის სამინისტროს მიერ განსახორციელებლი ღონისძიებები (პროგრამული კოდი 27 03 03 11 01)“;

ე.ა.ბ) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 2. მომსახურების მოცულობა

პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება მოიცავს:

ა) ახალი კორონავირუსით  (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19)  მართვისთვის საჭირო საშუალებების/მომსახურების შესყიდვას „ახალი კორონავირუსის შესაძლო შემოტანისა და გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 24 იანვრის №01-18/ო ბრძანებით შექმნილი  საკოორდინაციო კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად;

ბ) ახალი კორონავირუსის საეჭვო და/ან დადასტურებულ შემთხვევებზე რეაგირებისა და კონტროლის ღონისძიებების მზადყოფნის  უზრუნველსაყოფად, შპს „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის“ სუბსიდიით თანხით უზრუნველყოფას, თვიური ლიმიტის − 786 400 ლარის ფარგლებში.“;

ე.ა.გ) მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 5. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 28,996.0 ათასი ლარით, მ. შ. შპს „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის“ 4 თვის სუბსიდია − 3,146.0 ათასი ლარი.“;

ე.ბ) დანართ №20.2-ის: 

ე.ბ.ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19)  მართვისთვის  გასატარებელი    ღონისძიებები  (პროგრამული კოდი − 27 03 03 11 02)“;

ე.ბ.ბ) მე-3 მუხლის „ა.გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა.დ“ ქვეპუნქტი:

„ა.დ) ამავე ქვეპუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სამედიცინო პერსონალის ტრანსპორტირებით უზრუნველყოფა;“;

ე.ბ.გ) მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ე.ბ.დ) მე-4 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) „ა.ბ“, „ა.გ“ და „ა.დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მომსახურება ანაზღაურდება ფაქტობრივი ხარჯით;“;

 ე.ბ.ე) მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ე.ბ.ვ) მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პროგრამის მე-3 მუხლის „ა.ა“ და „ა.ბ“, ასევე  „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების შესყიდვა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.“;

ე.ბ.ზ) მე-6 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) „ა.ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელი განისაზღვრება მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად;

ბ) „ა.ბ“, „ა.გ“ და „ა.დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელია სააგენტო;“;

ე.ბ.თ) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 8,854.0 ათასი ლარით.“;

ე.გ) დანართ №20.2-ის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის დანართი №20.3:

„დანართი №20.3

ახალი კორონავირუსით ( SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) მართვის ხელშეწყობისთვის ცენტრის მიერ განსახორციელებლი ღონისძიებები

(პროგრამული კოდი − 27 03 03 11 03)

მუხლი 1. პროგრამის მიზანი

პროგრამის მიზანია ახალი კორონავირუსით  (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) პრევენციისა და მართვის ხელშეწყობა.

მუხლი 2. მომსახურების მოცულობა

პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება მოიცავს:

ა) ახალი კორონავირუსით  (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) მართვის ხელშეწყობისთვის საჭირო ინდივიდუალური დაცვის სპეცაღჭურვილობის, სხვადასხვა სამედიცინო სახარჯი მასალისა და სამედიცინო დანიშნულების/ლაბორატორიული აღჭურვილობის შესყიდვას;

ბ) დამხმარე ამოცანების შესრულების მიზნით, ცენტრის მიერ შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის (სულ − 56 ერთეული) შრომის ანაზღაურებას 3 თვის განმავლობაში.

მუხლი 3. პროგრამის განხორციელების მექანიზმები

1. ამ დანართის მე-2 მუხლით გათვალისწინებული მომსახურების/საქონლის შესყიდვა განხორციელდება გადაუდებელი აუცილებლობით ან/და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით ან/და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის 31 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად და „საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულების მე-4 და მე-6 პუნქტების შესაბამისად.

2. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს მოცემული პროგრამის ფარგლებში შესყიდული შესაბამისი საქონლის შესაბამისი პირებისათვის გადაცემას, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის (უსასყიდლოდ, აუქციონის გარეშე) ან მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

მუხლი 4. პროგრამის განმახორციელებელი

პროგრამის განმახორციელებელია ცენტრი.

მუხლი 5. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 2,150.0 ათასი ლარით, მ. შ. შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირების შრომის ანაზღაურება − 150.0 ათასი ლარით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია