დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის ლეგალური ბრუნვის სფეროში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოსთვის სავალდებულო ინფორმაციის მიწოდების სისტემის შექმნის შესახებ‘‘ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 25 მაისის №140/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 01-42/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 16/04/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/04/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240070.22.035.016745 |
|
„პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის ლეგალური ბრუნვის სფეროში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოსთვის სავალდებულო ინფორმაციის მიწოდების სისტემის შექმნის შესახებ‘‘ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 25 მაისის №140/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის ლეგალური ბრუნვის სფეროში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოსთვის სავალდებულო ინფორმაციის მიწოდების სისტემის შექმნის შესახებ‘‘ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 25 მაისის №140/ნ ბრძანებაში (სსმ III, №71, 29/05/2006) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: |
1.
ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ყველა პირი, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე ახორციელებს პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის ლეგალურ ბრუნვასთან დაკავშირებულ საქმიანობას და აღნიშნულზე გააჩნია შესაბამისი ნებართვა, ასევე, ნარკომანიის ჩანაცვლებითი სპეციალური პროგრამით მკურნალობის განმახორციელებელი სამედიცინო დაწესებულებები, ამ ბრძანებით დამტკიცებული წესით, ფორმებით და ვადებში, აწვდის ინფორმაციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო).‘‘. |
2.
ბრძანების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის ლეგალური ბრუნვის სფეროში სააგენტოს ინფორმაცია მიეწოდება შემდეგი წესით: ა) დაწესებულება, სადაც ინახება რეცეპტის სპეციალური ბლანკების ქვეყნისათვის საჭირო მარაგი, ვალდებულია სააგენტოს წარუდგინოს ინფორმაცია ფორმა №1, №2 რეცეპტის სპეციალური ბლანკების შესახებ, №1 დანართის შესაბამისად; ბ) ავტორიზებული აფთიაქი ვალდებულია, პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის ბრუნვასთან დაკავშირებული ინფორმაცია სააგენტოს წარუდგინოს №2 დანართის შესაბამისად; გ) ფარმაცევტული საწარმო ვალდებულია, პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის ბრუნვასთან დაკავშირებით, სააგენტოს მიაწოდოს ინფორმაცია №4 დანართის შესაბამისად; დ) სააგენტო უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში გამოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია: დ.ა) სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოდან, სიმპტომურ მკურნალობაზე მყოფი ინკურაბელური და სომატური ავადმყოფების რიცხვის და მათზე გაცემული ნარკოტიკული საშუალებების, ასევე ნარკომანიის ჩანაცვლებით სპეციალურ პროგრამაში ჩართული პაციენტების რიცხვის შესახებ; დ.ბ) ყველა იმ პირისგან, რომელთაც განესაზღვრებათ პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის ლეგალური ბრუნვის სფეროში სააგენტოსთვის ინფორმაციის მოწოდების ვალდებულება, ბრძანებით დადგენილი საანგარიშსწორებო პერიოდის გათვალისწინების გარეშე, პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის ლეგალურ ბრუნვის შესახებ. ასეთ შემთხვევაში მოთხოვნილი ინფორმაცია სააგენტოსთვის წარმოდგენილი უნდა იყოს არაუგვიანეს 3 სამუშაო დღის განმავლობაში. პირის პასუხისმგებლობა ინფორმაციის მოუწოდებლობის ან ვადის დარღვევისთვის განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ე) ნარკომანიის ჩანაცვლებითი სპეციალური პროგრამით მკურნალობის განმახორციელებელი სამედიცინო დაწესებულება სააგენტოს აწვდის ცალ-ცალკე განყოფილებებში (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ბრუნვის შესახებ, №6 დანართის შესაბამისად; ვ) ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე ახორციელებს პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის ბრუნვასთან დაკავშირებულ საქმიანობას, ვალდებულია პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის, აგრეთვე, ფორმა №1, №2 რეცეპტის სპეციალური ბლანკების დაკარგვის, დატაცების ან სხვა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიაწოდოს ინფორმაცია სააგენტოს და ადგილობრივი პოლიციის განყოფილებებს.‘‘. |
3.
ბრძანების მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს. |
4.
ბრძანებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:
„51. ბრძანებით დამტკიცებული ფორმები სააგენტოს ეგზავნება ელექტრონულ ფოსტაზე – info@moh.gov.ge, ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს Excel-ის ფორმატში, sylfaen შრიფტით.‘‘. |
5.
ბრძანების №1 და №2 დანართები ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
6.
ბრძანების №3 დანართი ამოღებულ იქნეს. |
7.
ბრძანების №4 დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
8.
ბრძანების №6 დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
9.
ბრძანების №61 და №7 დანართები ამოღებულ იქნეს. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები