„ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ზოგიერთი მომსახურების უზრუნველყოფის განსხვავებული რეჟიმის განსაზღვრისა და მომსახურების ცალკეული საფასურების დადგენის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 24 მარტის №21 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ზოგიერთი მომსახურების უზრუნველყოფის განსხვავებული რეჟიმის განსაზღვრისა და მომსახურების ცალკეული საფასურების დადგენის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 24 მარტის №21 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 25
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 01/04/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/04/2020
ძალის დაკარგვის თარიღი 23/05/2020
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.034.016957
25
01/04/2020
ვებგვერდი, 01/04/2020
040030000.22.034.016957
„ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ზოგიერთი მომსახურების უზრუნველყოფის განსხვავებული რეჟიმის განსაზღვრისა და მომსახურების ცალკეული საფასურების დადგენის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 24 მარტის №21 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
„ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ზოგიერთი მომსახურების უზრუნველყოფის განსხვავებული რეჟიმის განსაზღვრისა და მომსახურების ცალკეული საფასურების დადგენის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 24 მარტის №21 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №25

2020 წლის 1 აპრილი

ქ. თბილისი

 

„ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ზოგიერთი მომსახურების უზრუნველყოფის განსხვავებული რეჟიმის განსაზღვრისა და მომსახურების ცალკეული საფასურების დადგენის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 24 მარტის №21 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 და 24-ე მუხლების, „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების“ მე-10 მუხლისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ზოგიერთი მომსახურების უზრუნველყოფის განსხვავებული რეჟიმის განსაზღვრისა და მომსახურების ცალკეული საფასურების დადგენის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 24 მარტის №21 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 24/03/2020, 040030000.22.034.016954) შეტანილ იქნეს  ცვლილება და მე-2 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შენიშვნის მე-6 პუნქტით დადგენილი შიდა ტრანზიტით სარგებლობისთვის განსაზღვრული ვადის დარღვევის გამო ვადაგადაცილებულ დღეებზე გადასახდელი მომსახურების საფასურისაგან გათავისუფლდეს დაინტერესებული პირი 2020 წლის 1 აპრილამდე გაცემული შიდა ტრანზიტით სარგებლობისათვის, 2020 წლის 1 სექტემბრამდე. აღნიშნული საგამონაკლისო დათქმა არ ეხება  შიდა ტრანზიტის დაკარგვის შემთხვევაში განსაზღვრულ საფასურის გადახდის წესს.“;

ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ  დაემატოს შემდეგი შინაარსის  21 პუნქტი:

„21. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისას, თუ დაინტერესებულმა პირმა შიდა ტრანზიტის სარგებლობის თავდაპირველი მოთხოვნის ვადისგან განსხვავებული ვადით ისარგებლა, დაინტერესებული პირი ვალდებულია გადაიხადოს შიდა ტრანზიტის სარგებლობის ყოველ სრულ დღეზე „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის „უ“ ქვეპუნქტით დადგენილი საფასური თუმცა არა უმეტეს 90 ლარისა.“;

გ) მე-4 პუნქტის შემდეგ  დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5-მე-9 პუნქტები:

„5.  „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ვადები ქვემოთ მითითებულ მომსახურებებზე გაგრძელდეს საგანგებო მდგომარეობის ვადით და დაინტერესებული პირი გათავისუფლდეს ამავე ვადისთვის შესაბამისი საფასურის გადახდისგან:

ა) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შენიშვნის 34 პუნქტით გათვალისწინებული მომსახურებასა და „მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ" საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 47-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მომსახურებაზე;

ბ) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის „ე9“ და „ე10“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მომსახურებაზე.

6. იარაღის შეძენის ნებართვის მქონე პირის მიერ, იარაღის შენახვის ადგილად სარეგისტრაციო ჩანაწერებში მითითებული პირად საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ადგილის, გასხვისების შემთხვევაში, იარაღის მესაკუთრე უფლებამოსილია, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გადაიტანოს იარაღი რეგისტრაციის ადგილიდან ახალ საცხოვრებელ ადგილამდე შემდეგი წესის  დაცვით:  

ა) დაინტერესებული პირი აგზავნის სააგენტოს ელექტრონულ ფოსტაზე:  chancellery@sa.gov.ge განცხადებას (განცხადებაში ასახული უნდა იქნეს: განმცხადებლის/დაინტერესებული პირის მონაცემები: სახელი,გვარი,პირადი ნომერი; გადასატანი იარაღის სარეგისტრაციო მოწმობის ნომერი, გადასატანი იარაღის მოდელი, იარაღის საიდენტიფიკაციო ნომერი, გადატანის ზუსტი თარიღი/საათი; გადატანის მარშრუტი (მარშრუტის დაწყების და დანიშნულების ადგილის ზუსტი მისამართი); იმ სატრანსპორტო საშუალების მონაცემები – მარკა/მოდელი/რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) რომლითაც განხორციელდება იარაღის გადატანა) და თანდართულ დოკუმენტებს (პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, იარაღის სარეგისტრაციო მოწმობის ასლი, ახალი საცხოვრებელი/რეგისტრაციის ადგილის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან);

ბ) სააგენტოს უფლებამოსილი მოსამსახურე უფლებამოსილია ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის/დოკუმენტების გადამოწმების/შესწავლის შემდგომ, დაინტერესებულ პირს მოსთხოვოს დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით მითითებულ ან/და სააგენტოს მოსამსახურის სამსახურებრივ ელექტრონულ ფოსტაზე. სააგენტოს უფლებამოსილი მოსამსახურე ელექტრონული ფოსტის მეშვეობით ატყობინებს დაინტერესებულ პირს იარაღის გადატანის თაობაზე სააგენტოს გადაწყვეტილებას;

გ) იარაღის გადატანის თაობაზე დადებითი გადაწყვეტილების შესახებ სააგენტოს უფლებამოსილი მოსამსახურე ატყობინებს სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ს და სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს ელექტრონულ ფოსტაზე: ushba@mia.gov.ge; და საკონტაქტო ტელეფონის ნომერზე: 8451 ან/და 577773033.

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესით სარგებლობის შემთხვევაში, დაინტერესებული პირი ვალდებულია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე, იარაღის სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილებების შეტანის მიზნით (იარაღის რეგისტრაციისთვის) მიმართოს სააგენტოს ამ ბრძანების მე-2 მუხლის  პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შეზღუდვების მოხსნიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში. აღნიშნულის განუხორციელებლობა ჩაითვლება იარაღის რეგისტრაციის წესების დარღვევად.

8. დაინტერესებული პირის მოთხოვნის შემთხვევაში, სააგენტოს ვებგვერდზე დაინტერესებული პირის (ავტორიზებული პირი) რეგისტრაციის გაუქმება შესაძლებელია სააგენტოს ცხელი ხაზის  12 72 ან 2 41 91 91 მეშვეობით. აღნიშნული მიზნისათვის, სააგენტოს უფლებამოსილ მოსამსახურეს დაინტერესებული პირი აწვდის მაიდენტიფიცირებელ მონაცემებს: პირადი ნომერი, სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი, მართვის მოწმობის ნომერი ან სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობის ნომერი ასეთის არსებობის შემთხვევაში. სააგენტოს უფლებამოსილი მოსამსახურე უზრუნველყოფს პირის შესახებ არსებული მონაცემების გადამოწმებას, რომლის შესაბამისობის შემთხვევაში უქმდება სააგენტოს ვებგვერდზე რეგისტრაცია.

9. 2020 წლის 21 მარტიდან საგანგებო მდგომარეობის ვადით შეჩერდეს „მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვარის №150 ბრძანების 43 მუხლის მე-8 პუნქტის მოთხოვნების მოქმედება.“.

მუხლი 2
1. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ ბრძანების პირველი მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული:

ა) მე-5 პუნქტის მოქმედება გავრცელდეს 2020 წლის 27 მარტიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე;

ბ) მე-6  მე-9 პუნქტების მოქმედება გავრცელდეს 2020 წლის 21 მარტიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.


საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური