„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №9 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №120 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 514
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 05/04/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/04/2020
ძალის დაკარგვის თარიღი 01/05/2020
სარეგისტრაციო კოდი 100020020.22.027.017009
514
05/04/2020
ვებგვერდი, 05/04/2020
100020020.22.027.017009
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №9 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №120 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
 
საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №514

2020 წლის 5 აპრილი

ქ. თბილისი

„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №9 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №120 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის №3128 კანონის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №9 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №120 ბრძანებით („საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ (www.matsne.gov.ge), 31.08.2015, სარეგისტრაციო კოდი: 100020020.22.038.016535) დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. დაწესებულების მისამართია ქ. თბილისი, აბუსერიძე-ტბელის №11. დაწესებულების ნაწილი განთავსებულია, აგრეთვე, ქ. რუსთავში, მშენებელთა ქ. №60-ში.“.

მუხლი 2
1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა უზრუნველყოს:

ა) 2020 წლის 7 აპრილამდე №9 პენიტენციური დაწესებულების გარკვეული ნაწილის ამ ბრძანების პირველი მუხლით გათვალისწინებულ ახალ მისამართზე (ქ. რუსთავი, მშენებელთა ქ. №60) განთავსებასთან დაკავშირებული ორგანიზაციულ-ტექნიკური ღონისძიებების განხორციელება;

ბ) №9 პენიტენციურ დაწესებულებაში (ქ. თბილისი, აბუსერიძე-ტბელის №11) განთავსებულ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ქ. რუსთავში, მშენებელთა ქ. №60-ში მდებარე შენობა-ნაგებობაში გადაყვანა „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დაწესებულებების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №106 ბრძანებით განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში.

2. №9 პენიტენციური დაწესებულების ქ. რუსთავში, მშენებელთა ქ. №60-ში განთავსებულ ნაწილზე ვრცელდება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №120 ბრძანებით დამტკიცებული №9 პენიტენციური დაწესებულების დებულებით პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებისათვის განსაზღვრული პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულებასთან დაკავშირებული წესები.

მუხლი 3
ამ ბრძანების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორს.
მუხლი 4
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი