„ცხოველთა სამყაროს ობიექტთა ჯგუფების (ცხოველთა სამყაროს ობიექტთა სახეობების დასახელებათა ჩათვლით) საბაზრო ფასების დამტკიცების შესახებ“

„ცხოველთა სამყაროს ობიექტთა ჯგუფების (ცხოველთა სამყაროს ობიექტთა სახეობების დასახელებათა ჩათვლით) საბაზრო ფასების დამტკიცების შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 90
დოკუმენტის მიმღები გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო
მიღების თარიღი 20/07/1998
დოკუმენტის ტიპი სახელმწიფო მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, -, 20/07/1998
სარეგისტრაციო კოდი 090.012.003.331
90
20/07/1998
გამოუქვეყნებელი, -, 20/07/1998
090.012.003.331
„ცხოველთა სამყაროს ობიექტთა ჯგუფების (ცხოველთა სამყაროს ობიექტთა სახეობების დასახელებათა ჩათვლით) საბაზრო ფასების დამტკიცების შესახებ“
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის

ბრძანება №90

1998 წლის 20 ივლისი

 ქ. თბილისი

ცხოველთა სამყაროს ობიექტთა ჯგუფების (ცხოველთა სამყაროს ობიექტთა სახეობების დასახელებათა ჩათვლით) საბაზრო ფასების დამტკიცების შესახებ

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 27-ე მუხლის მე-10 პუნქტის საფუძველზე, ამავე მუხლით დადგენილი სამართლებრივი ნორმების შესრულების მიზნით, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს  ცხოველთა სამყაროს ობიექტთა ჯგუფების (ცხოველთა სამყაროს ობიექტთა სახეობების დასახელებათა ჩათვლით) საბაზრო ფასები თევზჭერის ლიცენზირების ექსპერტთა საუწყებათაშორისო საბჭოს 19. 12. 97. № 19 ოქმისა და ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის საუწყებათშირისო ექსპერტთა საბჭოს 02.06. 98. №1 ოქმის შესაბამისად(საბაზრო ფასები თან ერთვის)

2. ეს ბრძანება ძალაში შევიდეს მისი სახელმწიფო რეესტრში შეტანიდან მე-10 დღეს.

3. ეს ბრძანება გამოქვეყნდეს მისი სახელმწიფო რესტრში შეტანიდან 7 დღის განმავლობაში.

 

 

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი

რესურსების დაცვის მინისტრი                                                               ნ. ჩხობაძე

 

 

 

ცხოველთა სამყაროს ობიექტთა ჯგუფები (ცხოველთა სამყაროს ობიექტთა სახეობების  დასახელებათა ჩათვლით)

საბაზრო ფასის ოდენობა   ლარებში (ძუძუმწოვრებისა და ფრინველებისათვის სახეობის  ერთ ერთეულ ინდივიდზე, თევზისა  და წყლის   ცხოველებისათვის  ერთ ტონაზე)

I ჯგუფი _ დათვი

2700

II ჯგუფი – გარეული ღორი

500

III ჯგუფი – შველი

         _ ირემი                                         

800

2700

IV ჯგუფი _ მგელი

400

V ჯგუფი _ ტურა, მელა, მაჩვი

         _ კვერნა

         _ ენოტისებური ძაღლი, ენოტი,

         _ ტყის კატა, ნუტრია

70

120

15

70

VI ჯგუფი _ კურდღელი

15

VII ჯგუფი _ ჯიხვი

          _ არჩვი

          _ კავკასიური შურთხი

2700

1000

400

VIII ჯგუფი _ სხვა ძუძუმწოვრები

ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განისაზღვრება   საექსპერტო საბჭოს    მიერ

IX ჯგუფი _ ხოხობი

25

X ჯგუფი _ კაკაბი, გარეული ბატი

         _ გარეული იხვი

15

5

XI ჯგუფი _ ჩიბუხა, დუპელი,  ტყის ქათამი, მწყერი, გვრიტი,       ქედანი, მელოტა

XII ჯგუფი _ სხვა ფრინველები

ყოველ კონკრეტულ  შემთხვევაში განისაზღვრება საექსპერტო საბჭოს მიერ

XIII ჯგუფი _ ქაფშია

240

XIV ჯგუფი _ ქარსალა

           _ მერლანგი

           _ ხონთქარა

           _ ქაშაყი, პელამისი, სამარიდა, სარღანი, ლუფარი

           _ სკუმბრია, სარდინი, სტავრიდა

           _ ფარგა

200

400

1200

2000

1500

1000

XV ჯგუფი _ კეფალი, წვერა, ციმორი, მურწა

          _ შემაია

          _ ლოქო

5000

3000

2000

XVI ჯგუფი _ თეთრი ამური, სქელშუბლა

           _ ტობი

1500

5000

XVII ჯგუფი _ კობრი

            _ ჭერეხი

            _ კაპარჭინა

            _ ნაფოტა

            _ ქარიყლაპია

2000

4000

1500

400

500

XVIII ჯგუფი _ სიგი, პელიადი, ჭაფალა

1000

XIX ჯგუფი _ კატრანი

2000

XX ჯგუფი _ მდინარის კალმახი, ტბის კალმახი

           _ ორაგულისებრნი

5000

15000

XXI ჯგუფი _ ზუთხისებრნი

50000

XXII ჯგუფი _ რაპანი

            _ მიდია

220

300

XXIII ჯგუფი _ სხვა თევზები და წყლის ცხოველები

ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განისაზღვრება საექსპერტო საბჭოს მიერ

XXIV ჯგუფი _ გადაშენების წინაშე მყოფი სხვა გარეული ცხოველები

ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განისაზღვრება საექსპერტო საბჭოს მიერ

 

თევზჭერის ლიცენზირების ექსპერტთა უწყებათშორისი საბჭოს 1997 წლის 19 დეკემბრის სხდომაზე განისაზღვრა XXIII ჯგუფში გაერთიანებული ზოგიერთი თევზის სახეობის საბაზრო ფასი:

 

XXIII ჯგუფი სხვა თევზები და წყლის ცხოველები

 

_ ხრამული

_ ქაშაპი

_ კარჩხანა (კარასი)

_ ღორჯო

 

 

5000

500

500

500