დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ელექტრონული საქმისწარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 27 ივლისის №2-616 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2-305 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 01/04/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/04/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 360160000.22.023.016628 |
|
„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ელექტრონული საქმისწარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 27 ივლისის №2-616 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ელექტრონული საქმისწარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 27 ივლისის №2-616 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 30/07/2018, ს/კ: 360160000.22.023.016534) დამტკიცებული წესის მე-9 მუხლში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: |
1.
სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 9. დეპარტამენტში შემოსული დოკუმენტების დამუშავება“. |
2.
პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დეპარტამენტის ცენტრალურ აპარატში შემოსული მატერიალური დოკუმენტებისა და დეპარტამენტის ელექტრონულ მისამართზე – Info@des.gov.ge-ზე გამოგზავნილი დოკუმენტების მიღება-რეგისტრაციას ახორციელებს საკადრო და საქმისწარმოების განყოფილება, ხოლო დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოს შემთხვევაში – საქმისმწარმოებელი/ანალიტიკოსი-საქმისმწარმოებელი.“ |
3.
მე-3–მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. შემოსული დოკუმენტების მიღება-რეგისტრაცია ხდება დოკუმენტების შემოსვლის დღესვე ან მომდევნო სამუშაო დღეს, თუ დოკუმენტები შემოსულია სამუშაო დღის 18 საათის შემდეგ. 4. დოკუმენტის სამუშაო დღის 18 საათის შემდეგ შემოსვლის შემთხვევაში, და თუ საკადრო და საქმისწარმოების განყოფილების შესაბამისი თანამშრომელი, ხოლო დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოს შემთხვევაში, საქმისმწარმოებელი/საქმისმწარმოებელი-ანალიტიკოსი იმყოფება სამუშაო ადგილზე, შემოსულ დოკუმენტს მარჯვენა ქვედა კუთხეში დაესმის შტამპი შემოსვლის თარიღის აღნიშვნით, ხოლო ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემაში მისი მიღება-რეგისტრაცია შესაძლებელია განხორციელდეს მომდევნო სამუშაო დღეს. 5. რეგისტრაციას ექვემდებარება დეპარტამენტში შექმნილი ან/და სხვა დაწესებულებიდან, აგრეთვე ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან შემოსული ყველა დოკუმენტი, მათ შორის, ელექტრონული ფორმით.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები