,,ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 ნოემბრის №40 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 ნოემბრის №40 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 9
დოკუმენტის მიმღები ცაგერის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 01/04/2020
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/04/2020
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.116.016480
9
01/04/2020
ვებგვერდი, 03/04/2020
010260020.35.116.016480
,,ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 ნოემბრის №40 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ცაგერის მუნიციპალიტეტი
 

ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №9

2020 წლის 1 აპრილი

ქ. ცაგერი

 

,,ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 ნოემბრის №40 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 ნოემბრის №40 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 15/11/2017წ., სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.116.016359) შევიდეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:

1. მე-6 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მერი არის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო და მუნიციპალიტეტის უმაღლესი თანამდებობის პირი. მერი წარმოადგენს მუნიციპალიტეტს და უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებების განხორციელებას ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” საქართველოს ორგანული კანონის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და ამ დებულების შესაბამისად.

2. მერი ირჩევა 4 წლის ვადით, პირდაპირი არჩევნებით, საყოველთაო, თანასწორი საარჩევნო უფლების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსით“ დადგენილი წესით. მერად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელსაც საქართველოში უცხოვრია 5 წელს მაინც.“

2. მე-6 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. მერი უფლებამოსილია მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში ადმინისტრაციული ხელშეკრულების საფუძველზე დანიშნოს მერის წარმომადგენელი. მერის  წარმომადგენლის  უფლებამოსილება განისაზღვრება მერიის დებულებით.“

3. მე-14 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მერის წარმომადგენელი არის ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, მერის უფლებამოსილების ვადით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.“

 

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი გუგავა