„სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 25 დეკემბრის №650 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 25 დეკემბრის №650 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 210
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 01/04/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/04/2020
სარეგისტრაციო კოდი 190020010.10.003.021922
210
01/04/2020
ვებგვერდი, 01/04/2020
190020010.10.003.021922
„სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 25 დეკემბრის №650 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №210

2020 წლის 1 აპრილი

ქ. თბილისი

 

„სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 25 დეკემბრის №650 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 25 დეკემბრის №650 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 26/12/2019, 190020010.10.003.021668) შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1. „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის წინასწარ თანხმობას საჭიროებს საქართველოს მთავრობის/პრემიერ-მინისტრის კონტროლს დაქვემდებარებული/ანგარიშვალდებული საბიუჯეტო ორგანიზაციების, საქართველოს სამინისტროებისა და მათ კონტროლს დაქვემდებარებული საბიუჯეტო ორგანიზაციების, ასევე იმ საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ, რომელთა ხელმძღვანელსაც ნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2010 წლის 20 სექტემბრის №7 ბრძანებით დამტკიცებული შესყიდვების ერთიანი ლექსიკონის (CPV კოდების) ფარგლებში სახელმწიფო შესყიდვის განხორციელება, გარდა ამ დადგენილების დანართით განსაზღვრული CPV კოდებისა.“.

2. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 2. დადგენილების პირველი მუხლით განსაზღვრული სუბიექტების გარდა:

ა) სხვა შემსყიდველმა ორგანიზაციებმა, გარდა ამ მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემსყიდველი ორგანიზაციებისა, უზრუნველყონ ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული CPV კოდების ფარგლებში, გარდა ამავე დადგენილების დანართით განსაზღვრული CPV კოდებისა, სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების დაწყებამდე საქართველოს მთავრობისათვის შესყიდვის ობიექტის შესახებ შესაბამისი ინფორმაციის წარმოდგენა;

ბ) მუნიციპალიტეტებმა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულმა იურიდიულმა პირებმა უზრუნველყონ ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული CPV კოდების ფარგლებში სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების დაწყებამდე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის შესყიდვის ობიექტის შესახებ შესაბამისი ინფორმაციის წარდგენა.“.

3. მე-3 მუხლის:

ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ბაზრის კვლევის ამსახველი ინფორმაცია, ამ დადგენილების პირველი მუხლით განსაზღვრული კლასიფიკატორის კოდში შემავალი შესყიდვის თითოეული ობიექტისათვის ცალ-ცალკე; იმ შემთხვევაში, თუ ბაზრის კვლევა განხორციელებულია ინვოისების საფუძველზე, ბაზრის კვლევის ამსახველი დოკუმენტაცია უნდა აერთიანებდეს მინიმუმ სამი პოტენციური მიმწოდებლის შეთავაზებას. ამ ქვეპუნქტით განსაზღვრული მიმწოდებლების მინიმალური რაოდენობის გამოკითხვის შეუძლებლობის შემთხვევაში, შემსყიდველმა ორგანიზაციამ შესაბამის დოკუმენტაციაში (სამართლებრივი აქტის პროექტის განმარტებითი ბარათი/ინფორმაცია) უნდა დაასაბუთოს ბაზრის კვლევაში მინიმუმ სამი პრეტენდენტის მონაწილეობის შემაფერხებელი გარემოებები;“;

ბ) „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

4. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 5. სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ უზრუნველყოს, რომ დადგენილების პირველ მუხლში მითითებულ საბიუჯეტო ორგანიზაციებს, სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით, ამ დადგენილების პირველი მუხლით განსაზღვრული CPV კოდების ფარგლებში სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების უფლება მიეცეთ მხოლოდ საქართველოს მთავრობის წინასწარი თანხმობის მიღების შემდგომ.“.

5. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 8. „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი მაკროეკონომიკური პარამეტრების მაქსიმალური ზღვრების დაცვის მიზნით, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 1551 მუხლის საფუძველზე მინიჭებული უფლებამოსილების გათვალისწინებით, „საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შესაბამისი დადგენილების მიღებამდე/ამოქმედებამდე, ამ დადგენილებით განსაზღვრული პროცედურები შესაბამისად გავრცელდეს ამავე დადგენილებით განსაზღვრულ შემსყიდველ ორგანიზაციებზე მათ მიერ 2021 წლის შესყიდვების გეგმით შესასყიდ იმ ობიექტებთან მიმართებით, რომლებიც ექცევიან ამ დადგენილების პირველი მუხლით განსაზღვრულ კლასიფიკატორის კოდებში.“.

6. დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია



დანართი

 


 

კოდი

დასახელება

03100000

სოფლის მეურნეობისა და ბაღჩეული პროდუქტები

03200000

ბურღულეული, კარტოფილი, ბოსტნეული, ხილი და თხილეული

03300000

ფერმერული, ნანადირევი და თევზის პროდუქტები

14200000

ქვიშა და თიხა

15100000

ცხოველური პროდუქტები, ხორცი და ხორცის პროდუქტები

15200000

მზა და დაკონსერვებული თევზი

15300000

ხილი, ბოსტნეული და მონათესავე პროდუქტები

15400000

ცხოველური ან მცენარეული ზეთები და ცხიმები

15500000

რძის პროდუქტები

15600000

დაფქვილი მარცვლეულის პროდუქტები, სახამებელი და სახამებლის პროდუქტები

15700000

ცხოველების საკვები

15800000

სხვადასხვა საკვები პროდუქტები

16800000

სასოფლო-სამეურნეო და სატყეო მანქანების ნაწილები

18100000

სამუშაო ტანსაცმელი, სპეცტანსაცმელი და აქსესუარები

18200000

გარე ტანსაცმელი

31300000

იზოლირებული მავთული და კაბელი

31500000

გასანათებელი მოწყობილობები და ელექტრონათურები

33600000

ფარმაცევტული პროდუქტები

34300000

ნაწილები და აქსესუარები სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ძრავებისათვის

34900000

სხვადასხვა სატრანსპორტო მოწყობილობები და სათადარიგო ნაწილები

44200000

სტრუქტურული მასალები

44300000

კაბელი, მავთული და მათთან დაკავშირებული მასალები

44400000

სხვადასხვა ქარხნული წარმოების მასალა და მათთან დაკავშირებული საგნები

44500000

ხელსაწყოები, საკეტები, გასაღებები, ანჯამები, დამჭერები, ჭაჯვები და ზამბარები/რესორები

44600000

ავზები, რეზერვუარები და კონტეინერები; ცენტრალური გათბობის რადიატორები და ბოილერები

44800000

საღებავები, ლაქები და მასტიკები

44900000

სამშენებლო ქვა, კირქვა, თაბაშირი და ასპიდური ფიქალი

45100000

ადგილის/სამშენებლო მოედნის მოსამზადებელი სამუშაო

45200000

სამუშაოები მთლიანი ან ნაწილობრივი მშენებლობისათვის და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები

45300000

სარემონტო-სამონტაჟო სამუშაოები

45400000

შენობის მოწყობის სამუშაოები

45500000

სამშენებლო და სამოქალაქო მშენებლობის/ინჟინერიის მანქანა-დანადგარებისა და მათი ოპერატორების დაქირავება

50100000

სატრანსპორტო საშუალებებისა და მათთან დაკავშირებული მოწყობილობების შეკეთება, ტექნიკური მომსახურება და მასთან დაკავშირებული მომსახურებები

50700000

შენობის მოწყობილობების შეკეთება და ტექნიკური მომსახურება

51100000

ელექტრო- და მექანიკური მოწყობილობების მონტაჟი

51400000

სამედიცინო და ქირურგიული მოწყობილობების მონტაჟი

55500000

სასადილოებისა და საზოგადოებრივი კვების საწარმოების მომსახურებები

71200000

არქიტექტურული და მასთან დაკავშირებული მომსახურებები

71300000

საინჟინრო მომსახურებები

71400000

ურბანული დაგეგმარება და ლანდშაფტური არქიტექტურული მომსახურება

71500000

მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები

71900000

ლაბორატორიული მომსახურებები

90500000

ნარჩენებთან და ნაგავთან დაკავშირებული მომსახურებები