დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის N34 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 15 |
| დოკუმენტის მიმღები | გურჯაანის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 31/03/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/04/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.166.016480 |
|
„გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის №34 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ.“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 და 24-ე მუხლების შესაბამისად, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის №34 დადგენილებაში (გამოქვეყნების წყარო: „www.matsne.gov.ge“, 24/11/2017, 010260020.35.166.016331) შეტანილ იქნეს ცვლილებები და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:
1. მე-6 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. მერი უფლებამოსილია მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში დანიშნოს მერის წარმომადგენელი ადმინისტრაციული ხელშეკრულებით. მერის წარმომადგენლის უფლებამოსილება განისაზღვრება მერიის დებულებითა და ადმინისტრაციული ხელშეკრულებით.“ 2. მე-6 მუხლის მე-6 პუნქტი ამოღებული იქნას; 3. მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „15. მერის წარმომადგენელი 1. მერის წარმომადგენელი არის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო საჯარო მოსამსახურე, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით იღებს და ათავისუფლებს მერი, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში. მერის წარმომადგენლის სამოქმედო ტერიტორიას განსაზღვრავს მერი. 2. მერის წარმომადგენელი: ა) უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის სამართლებრივი აქტების მოსახლეობისათვის გაცნობას. აკონტროლებს და მერს წარუდგენს ინფორმაციას შესაბამის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებათა შესრულების მიმდინარეობის შესახებ; ბ) მერს წარუდგენს წინადადებებს შესაბამის ტერიტორიაზე არსებული პრობლემების და მათი შესაძლო გადაწყვეტის გზების შესახებ; გ) უზრუნველყოფს ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრები მოქალაქეების მონაწილეობას ადმინისტრაციულ ერთეულში დასაგეგმი მუნიციპალური პროგრამების, პროექტების, აგრეთვე მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემუშავებაში; დ) უზრუნველყოფს ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრები მოქალაქეების მიერ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვებს, საჯარო განხილვებზე გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადებების სისტემატიზაციასა და წარდგენას მერიაში; ვ)უზრუნველყოფს მერიის თანამდებობის პირების მიერ მოსახლეობის წინაშე ანგარიშგების მიზნით ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ მოქალაქეებთან საჯარო შეხვედრების ორგანიზებას; ე) უზრუნველყოფს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობის კავშირს მერიასთან; ვ) მერის დავალებით უზრუნველყოფს სტატისტიკურ და სხვა მონაცემთა შეგროვებას; ზ) მერს წარუდგენს წინადადებებს ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიის ზონებად დაყოფის, მათი საზღვრების დადგენისა და შეცვლის, დასახლებების ქუჩების, მოედნების სახელდებისა და ნუმერაციის შესახებ; თ) „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე, 71-ე და 72-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, როგორც მერის მიერ უფლებამოსილი პირი, თავის საქმიანობას ახორციელებს მუნიციპალიტეტისათვის სახელმწიფოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში. ი) უზრუნველყოფს საქონლის ადგილწარმოშობის, პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების, ოჯახური შემადგენლობის, მამკვიდრებლის კუთვნილი უძრავი ქონების ფლობის ან სარგებლობის შესახებ და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ცნობების გაცემაზე მერის მიერ უფლებამოსილი პირისათვის ინტელექტუალურ-ტექნიკური დახმარების გაწევას, მათ შორის: ცნობის გასაცემად საჭირო ყველა ინფორმაციის მოძიებას შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის ფარგლებში, დამუშავებას და შესაბამისი ცნობის გაცემაზე მერის მიერ უფლებამოსილი პირისათვის წერილობითი ფორმით წარდგენას. კ) უზრუნველყოფს „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით სახელმწიფოს მიერ მუნიციპალიტეტზე დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების (ოქმის/ბრძანების/ცნობის) გამოცემაზე მერის მიერ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი პირისთვის ინტელექტუალურ-ტექნიკური დახმარების გაწევას, მათ შორის: შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის მიერ გადაწყვეტილების მისაღებად და შესაბამისი იდივიდუალური ადმინისტრაციული აქტის/ცნობის გამოსაცემად საჭირო ყველა ინფორმაციის მოძიებას, დამუშავებას და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლისათვის წერილობითი ფორმით გადაცემას. ლ) ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს მერის დავალებით; 3. მერის წარმომადგენელს აქვს შტამპი და ბლანკი. 4. მერის წარმომადგენელი ანგარიშვალდებულია მერის წინაშე.“ |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2020 წლის 25 თებერვლიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთბებზე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები