დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „პირების მიმართ, ფასიანი ქაღალდების კანონმდებლობის დარღვევისთვის, ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრების და აღსრულების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 14 თებერვლის N35/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 61/04 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 31/03/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/03/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 220010020.18.011.016447 |
|
„პირების მიმართ, ფასიანი ქაღალდების კანონმდებლობის დარღვევისთვის, ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრების და აღსრულების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 14 თებერვლის №
35/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„პირების მიმართ, ფასიანი ქაღალდების კანონმდებლობის დარღვევისთვის, ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრების და აღსრულების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 14 თებერვლის №35/04 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 17/02/2012, სარეგისტრაციო კოდი: 220010020.18.011.016067) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ფასიანი ქაღალდების ბაზრის მონაწილეების და/ან მათი მმართველი ორგანოს წევრის მიმართ გამოიყენოს ამ წესით დადგენილი ფულადი ჯარიმები, თუ ფასიანი ქაღალდების ბაზრის მონაწილემ და/ან მისი მმართველი ორგანოს რომელიმე წევრმა დაარღვია ფასიანი ქაღალდების შესახებ საქართველოს კანონმდებლობა, ეროვნული ბანკის ინსტრუქცია, დებულება, წესი, მოთხოვნები და/ან წერილობითი მითითებები, „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები. “. 2. მე-3 მუხლის: ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ანგარიშვალდებული საწარმოს მიერ „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებული წლიური ანგარიშის კანონმდებლობით დადგენილ ვადაში ან/და დადგენილი წესით/ფორმით წარუდგენლობა ან „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ანგარიშგებების ამავე კანონით დადგენილ ვადაში ან/და დადგენილი წესით/ფორმით წარუდგენლობა გამოიწვევს საწარმოს დაჯარიმებას, „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ზომითი კატეგორიისა და საზოგადოებრივი დაინტერესების პირის (შემდგომში – სდპ) სტატუსის შესაბამისად: ა) მეოთხე კატეგორიის საწარმოსი – 500 ლარის (ხუთასი) ოდენობით; ბ) მესამე კატეგორიის საწარმოსი – 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით; გ) მეორე კატეგორიის საწარმოსი – 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით; დ) პირველი კატეგორიის საწარმოსი და სდპ-ისა –10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით; ე) საწარმოსი (მიუხედავად ზომითი კატეგორიისა), რომელსაც ეროვნული ბანკის მიერ დამტკიცებული ემისიის პროსპექტის საფუძველზე განთავსებული აქვს საჯარო ფასიანი ქაღალდები – 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით (მხოლოდ „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებული წლიური ანგარიშის კანონმდებლობით დადგენილ ვადაში ან/და დადგენილი წესით/ფორმით წარუდგენლობის შემთხვევაში)“; ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 და 32 პუნქტები: „31. ამ მუხლის მესამე პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნათა განმეორებით შეუსრულებლობის შემთხვევაში, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია საწარმოს მიმართ გამოიყენოს დაკისრებული ჯარიმის ორმაგი ოდენობა. 32. ანგარიშვალდებული საწარმოს მიერ „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებული ნახევარ-წლიური და მიმდინარე ანგარიშის კანონმდებლობით დადგენილ ვადაში ან/და დადგენილი წესით/ფორმით წარუდგენლობა, გამოიწვევს ანგარიშვალდებული საწარმოს დაჯარიმებას 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით.“; გ) მე-4 და მე-5 პუნქტები ამოღებულ იქნეს; დ) მე-10 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
|
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები