„ანგარიშვალდებული საწარმოების მიმართ პერიოდული საანგარიშგებო მოთხოვნების განსაზღვრის, საანგარიშგებო მოთხოვნებისაგან გათავისუფლების, ანგარიშვალდებული საწარმოების ინფორმაციის კონფიდენციალურობისა და ემიტენტისათვის ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის დანიშვნის წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 5 აგვისტოს N78/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 62/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 31/03/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/03/2020
ძალის დაკარგვის თარიღი 08/10/2020
სარეგისტრაციო კოდი 220020000.18.011.016449
62/04
31/03/2020
ვებგვერდი, 31/03/2020
220020000.18.011.016449
„ანგარიშვალდებული საწარმოების მიმართ პერიოდული საანგარიშგებო მოთხოვნების განსაზღვრის, საანგარიშგებო მოთხოვნებისაგან გათავისუფლების, ანგარიშვალდებული საწარმოების ინფორმაციის კონფიდენციალურობისა და ემიტენტისათვის ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის დანიშვნის წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 5 აგვისტოს N78/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება  №62/04

2020 წლის 31 მარტი

ქ. თბილისი

„ანგარიშვალდებული საწარმოების მიმართ პერიოდული საანგარიშგებო მოთხოვნების განსაზღვრის, საანგარიშგებო მოთხოვნებისაგან გათავისუფლების, ანგარიშვალდებული საწარმოების ინფორმაციის კონფიდენციალურობისა და ემიტენტისათვის ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის დანიშვნის წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 5 აგვისტოს №78/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ანგარიშვალდებული საწარმოების მიმართ პერიოდული საანგარიშგებო მოთხოვნების განსაზღვრის, საანგარიშგებო მოთხოვნებისაგან გათავისუფლების, ანგარიშვალდებული საწარმოების ინფორმაციის კონფიდენციალურობისა და ემიტენტისათვის ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის დანიშვნის წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 5 აგვისტოს №78/04 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 08/08/2016, სარეგისტრაციო კოდი: 220020040.18.011.016199) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საწარმო ამ წესში მითითებულ ვადებში წლიურ და ნახევარწლიურ ანგარიშებს ეროვნულ ბანკს წარუდგენს „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ანგარიშგების ვებგვერდის მეშვეობით, „ანგარიშგების ვებგვერდზე მომხმარებელთა რეგისტრაციის, სუბიექტების მიერ ანგარიშგების წარდგენისა და წარდგენილი ინფორმაციის გასაჯაროების წესის დამტკიცების თაობაზე“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2019 წლის 21 მაისის №ნ-6 ბრძანების  შესაბამისად.“;

ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. საწარმო მიმდინარე ანგარიშებს ეროვნულ ბანკს წარუდგენს ამ წესში მითითებულ ვადებში დოკუმენტური და ელექტრონული ფორმით. ელექტრონული ანგარიშგება წარდგენილი უნდა იყოს PDF ფორმატში.“.

2. მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

3. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3. წლიური ანგარიში

1. წლიური ანგარიში დგება ყოველი სამეურნეო წლისათვის და უნდა შეიცავდეს:

ა) ინფორმაციას ემიტენტის, მისი საქმიანობის, მმართველი ორგანოს წევრთა და იმ პირთა შესახებ, რომლებიც აქციონერთა კრებაზე ფლობენ ან აკონტროლებენ ხმების მნიშვნელოვან წილს;

ბ) აუდიტორის მიერ დადასტურებულ ფინანსურ ანგარიშგებას;

გ) ამ წესის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ემიტენტის პასუხისმგებელი პირების განცხადებას, რომ ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მომზადებული ანგარიშგებები არის სრული, სწორი და სამართლიანი.

2. ანგარიშვალდებული საწარმო, რომელიც „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად წარმოადგენს საზოგადოებრივი დაინტერესების პირს (შემდგომში – „სდპ“), წლიური ფინანსური ანგარიშის მომზადებასა და აუდიტირებას უზრუნველყოფს მისთვის აღნიშნული კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად.

3. ანგარიშვალდებული საწარმო, რომელიც „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად არ წარმოადგენს სდპ-ს, წლიურ ფინანსურ ანგარიშს ამზადებს ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) შესაბამისად, რომელიც აუდიტირებული უნდა იქნეს აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების (ISA)  შესაბამისად.

4. ანგარიშვალდებული საწარმო ვალდებულია, ეროვნულ ბანკს წარუდგინოს წლიური ანგარიში ყოველი სამეურნეო წლის დასრულების შემდეგ, არაუგვიანეს 15 მაისისა. აღნიშნულ წლიურ ანგარიშს წარადგენს ის საწარმოც, რომელიც ანგარიშვალდებული საწარმო გახდა სამეურნეო წლის განმავლობაში, ამ პუნქტში აღნიშნული ვადების დაცვით.

5. ეროვნულ ბანკთან ამ მუხლით გათვალისწინებული წლიური ანგარიშის წარდგენის მიზნით, ანგარიშვალდებული საწარმო ვალდებულია, წლიური ანგარიში წარადგინოს „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ანგარიშგების ვებგვერდზე, „ანგარიშგების ვებგვერდზე მომხმარებელთა რეგისტრაციის, სუბიექტების მიერ ანგარიშგების წარდგენისა და წარდგენილი ინფორმაციის გასაჯაროების წესის დამტკიცების თაობაზე“  ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2019 წლის 21 მაისის №ნ-6 ბრძანების  შესაბამისად.“.

4. მე-4 მუხლის:

ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:

„ვ) ამ წესის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ემიტენტის პასუხისმგებელი პირების განცხადებას, რომ ამ პუნქტით გათვალისწინებული, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მომზადებული ანგარიშგებები არის სრული, სწორი და სამართლიანი.“;

ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. ეროვნულ ბანკთან ამ მუხლით გათვალისწინებული ნახევარ-წლიური ანგარიშის წარდგენის მიზნით, ანგარიშვალდებული საწარმო ვალდებულია, ნახევარ-წლიური ანგარიში წარადგინოს „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ანგარიშგების ვებგვერდზე, „ანგარიშგების ვებგვერდზე მომხმარებელთა რეგისტრაციის, სუბიექტების მიერ ანგარიშგების წარდგენისა და წარდგენილი ინფორმაციის გასაჯაროების წესის დამტკიცების თაობაზე“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2019 წლის 21 მაისის №ნ-6 ბრძანების  შესაბამისად.“.

5. მე-9 მუხლის მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:

„51. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საწარმოები არ თავისუფლდებიან „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით დაკისრებული მოთხოვნების შესრულებისაგან, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტიკობა გვენეტაძე