დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ - ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 ნოემბრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 6 |
| დოკუმენტის მიმღები | ოზურგეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 31/03/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/04/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250000.35.113.016418 |
|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს 24-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ბ“ პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი, მე-2 ნაწილის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 ნოემბრის №1 დადგენილებას (www.matsne.gov.ge, 05/12/2017 სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.113.016298) თანდართულ რეგლამენტში შეტანილ იქნეს ცვლილება:
1. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საკრებულოს, საკრებულოს ბიუროს, კომისიების, დროებითი სამუშაო ჯგუფებისა და ფრაქციების სხდომები ტარდება საკრებულოს ადმინისტრაციულ შენობაში. ობიექტური გარემოების არსებობისას, საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით, საკრებულოს საქმიანობა შეიძლება წარიმართოს დისტანციურად, სათანადო ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით, აგრეთვე საკრებულოს მიერ სხდომის სხვა ადგილას ჩატარება დაიშვება საკრებულოს განკარგულებით ან საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით, ამ რეგლამენტის 48-ე მუხლით დადგენილი წესით.“. 2. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის შემდგომ დაემატოს 21 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „21. დისტანციურად, სათანადო ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით საკრებულოს საქმიანობა წარიმართება ამ რეგლამენტით გათვალისწინებული პრინციპების დაცვით, ასევე შესაბამისი პროცედურების მიზნებისა და არსის შენარჩუნებით.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები