„ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 29 ნოემბრის N22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 29 ნოემბრის N22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 5
დოკუმენტის მიმღები ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 31/03/2020
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/04/2020
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.113.016417
5
31/03/2020
ვებგვერდი, 01/04/2020
010250020.35.113.016417
„ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 29 ნოემბრის N22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
 

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №5

2020 წლის 31 მარტი

ქ. ოზურგეთი

 

„ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 29 ნოემბრის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის 1-ლი  ნაწილის „გ.ბ“ ქვეპუნქტის,  61-ე მუხლის მე-2 ნაწილის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება  „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 29 ნოემბრის №22 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 03/12/2019, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.113.016402)  და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:

1.  მე-7 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. მერი უფლებამოსილია, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში დანიშნოს მერის წარმომადგენელი და მისი თანაშემწე.“.

2. მე-13 მუხლის:

ა) 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მერის წარმომადგენელი არის ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.“.

ბ) მე-3 პუნქტის ,,პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,პ) „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ვადაში ადგენს ოქმს შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში პირის გარდაცვალების შესახებ, რომელსაც წარუდგენს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს;“.

3. მე-14 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მერის წარმომადგენელის თანაშემწე არის ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.“.

4. მე-15 მუხლის 1-ელ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:

„გ) ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე  და გავრცელდეს 2020 წლის 24 თებერვლიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით დარჩია