დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის 2020 წლის პროგრამა და სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 27 დეკემბრის N 25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 7 |
| დოკუმენტის მიმღები | ბაღდათის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 31/03/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/04/2020 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 28/12/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.124.016391 |
|
„ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის 2020 წლის პროგრამა და სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 27 დეკემბრის №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შეტანილი იქნეს ცვლილება „ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის 2020 წლის პროგრამა და სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 27 დეკემბრის №25 დადგენილებაში (საკანონმდებლო მაცნე, ვებგვერდი www.matsne.gov.ge 30.12.2019წ. სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.124.016381) დადგენილებით დამტკიცებული წესის:
1. მე-17 მუხლის ,,მედიკამენტების დაფინანსება“ 17.2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „17. 2. ფენილკეტონურიით დაავადებული პაციენტებისთვის დახმარება განისაზღვრება წელიწადში ერთჯერადად, ხოლო ონკოლოგიური და სხვა ზემოთ განსაზღვრული დაავადების მქონე პაციენტებისათვის წელიწადში ორჯერ, არანაკლებ ერთთვიანი ინტერვალისა: ა) ფენილკეტონურიით დაავადებული პაციენტებისათვის 1000 ლარის ოდენობით (სამკურნალო კვების უზრუნველსაყოფად), ონკოლოგიური სენით დაავადებულთათვის – 100 ლარის ოდენობით, ხოლო დანარჩენი კატეგორიის პაციენტებისათვის არაუმეტეს 70 ლარის ოდენობით. ბ) დასაფინანსებელი თანხის ზუსტი ოდენობა ყველა შემთხვევაში განისაზღვრება შესაბამისი კომისიის გადაწყვეტილებით.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები