დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22-დეკემბრის N-19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 9 |
| დოკუმენტის მიმღები | ლენტეხის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 31/03/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/04/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.115.016318 |
|
„ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 20-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შეტანილი იქნას ცვლილება „ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის №19 დადგენილებაში და დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში განხორციელდეს შემდეგი ცვლილებები:
1. დებულების მე-6 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. მერი უფლებამოსილია მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში ადმინისტრაციული ხელშეკრულების საფუძველზე დანიშნოს მერის წარმომადგენელი. მერის წარმომადგენლის უფლებამოსილება განისაზღვრება მერიის დებულებით და ადმინისტრაციული ხელშეკრულებით. 2. მე-13 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მერის წარმომადგენელი არის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურე-ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული, პირი რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ნიშნავს და ათავისუფლებს მერი. 3.მე-4 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მ. სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ მუნიციპალიტეტის წარმომადგენელს აწვდის ყველა საჭირო ინფორმაციას, ამავე კანონით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტების გამოცემის მიზნით“. 4. „ო“ პუნქტი ამოღებულ იქნას. 5. მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5.მერის წარმომადგენელი მუნიციპალიტეტის მერის მიერ განსაზღვრული ცნობების გაცემაზე უფლებამოსილ პირს აწვდის ინფორმაციას და ხელს უწყობს ტექნიკური და მეთოდური დახმარების გაწევით შემდეგი ცნობების და ოქმების მოსამზადებლად: ა) დაბადების რეგისტრაციის არსებობის ან სამედიცინო დაწესებულების გარეთ ბავშვის დაბადების თაობაზე „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ვადების დაცვით; ბ) ცნობა პირის გარდაცვალების თაობაზე; ბ) ცნობა ხე-მცენარეების ადგილწარმოშობის შესახებ; დ) ცნობა საქონლის ადგილწარმოშობის შესახებ; ე) ცნობა პირის/პირების კონკრეტულ მისამართზე ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ. ვ) „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №71 ბრძანების 85-ე მუხლის შესაბამისად ცნობა მამკვიდრებლის კუთვნილი უძრავი ქონების ფლობის ან სარგებლობის შესახებ; ზ) მერის წარმომადგენელი პასუხისმგებელია მის მიერ მოწოდებულ ყველა სახის ინფორმაციის სისწორეზე; თ) მერის დავალებით ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს. 6. მე-15 მუხლს დაემატოს „გ“ ქვეპუნქტი „გ. ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი და ადმინისტრაციულ ერთეულში დასაქმებული სხვა პირი“.
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები